ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2016


ვინ გითხრა

მერე, ვინ გითხრათ, რომ შემიძლია
ამდენი სიყვარული.
რომ შემიძლია, უსიტყვოდ და ბედნიერად გავუყვე გზას
შენს გარეშე,
რომ წარბშეუხრელად ავიტან შენს დუმილს,
შენს მონატრებას.
ვინ მოგახსენათ, ჩემო ბატონო,
რომ ძალიან ადვილია სიცოცხლე,
როდესაც გიყვარს.
ეს იგივეა, იჯდე წვიმის დროს ხის ქვეშ
და ტოტებიდან ჩამოვარდნილ წვეთებს ითვლიდე.
როგორც ამ წვეთებს,
ისე ვერ დათვლი ჩემს ტკივილებს,
ჩემი გულის შეფართხალებას.
ვინ გითხრათ, რომ მარტივდება ყოფა,
როდესაც გიყვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს