ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2016


ფიქრებო

როცა დაეძებ ფიქრს
ჩრდილნათელს სიო ჰქრის.
როცა დაუდებ გულს
კარგად დაუგდებ ყურს
შუქჩრდილი ისევ რბის.
გამოგონება ფანტომის
თუ ხრიკები ხარ სხვის,
სატანჯველი ხარ შენ ჩემი
ამ მარტოობის დღის
დავდივარ გეძებ უკვალო,
ჩრდილებში როკვა მღლის
გამაგებინე ის მაინც
პოვნა შენი თუ ღირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები