ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ანემონე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2016


* * *



ცასთან რომ ღრუბელია იმ ღრუბელს მაგონებ,
იმ ყოფნას მაგონებ არსად რომ მიდიან.
მახსენებ რომ არის მზის სხივი სამყოფი
და ძაფზე და თოკზე... ყელზეც კი მსხვილია.

ჰკიდია ვარსკვლავი, ჰკიდია თავდაყირა .
ექვს ქიმზე გათვლილი უფერო ვარსკვლავი.
არ მოდის თოვლი და ამასაც გადავიტან,
ოღონდაც ნუ არის ჩვენს შორის საზღვარი.

ქარი ვერ მოარჯულებს ყინულებს, ლამაზია.
ვზივარ და დასაწერ იმ ლექსებს ვკითხულობ,
რომლებიც თითებთან აივლი..ჩაივლიან
და ვცდილობ გულიდან რომ გამოვიტყუო.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები