ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2016


ოთახი

რა დროს ლოცვაა,გარეთ გადი,უკვე დაღამდა,
გარეთ გადი და უსასრულოდ იხეტიალე,
უკვე თვალებში გეტყობა,რომ ყველამ დაგღალა,
მაგრად გკიდია,ეს პლანეტა როგორც ტრიალებს,

მაინც ლოცულობ,გეშინია მაინც რაღაცის,
ოთახს ჰაერი აღარ ჰყოფნის,თვალებს მანძილი,
ხომ კარგად იცი,შენ ვერაფერს ვეღარ დახატავ,
შენ,გადაგყლაპა ამ ოთახმა.მსუყე განძივით

და არსად გიშვებს,შენ კი თითქმის არაფერს ცდილობ,
მხოლოდ დრო და დროს,ხმადაბლა თუ უსმენ ჩარკვიანს,
სისხლს გრძნობ თვალებში და ცოცხლდება კედელზე ტილო
სადაც ზღვა ღელავს ,მაგრამ დღემდე ვერ გაარკვიე

მართლა ზღვა ღელავს,თუ შენ ღელავ ასე-ზღვასავით...
ხო! ქაოსია ეს ცხოვრება,დიდი ქაოსი,
ნუ გეშინია,შენნაირი ბევრი სხვაც არის,
ზოგი საერთოდ ღამეს ათევს სასაფლაოზე,

ნუ გეშინია,გარეთ გადი,ნუღარ ლოცულობ,
ბნელი ქუჩები,უხალხობა,ფოთლების ვალსი,
მისტიურია,როცა მტკვარზე ქარი მოცურავს,
და დაცლილ გრძნობებს სევდითა და სიცუმით ავსებ.

მერე უბრალოდ, შეაგინებ მთაწმინდოს მთვარეს,
თვალებს დახუჭავ,ეს ქალაქი გაბედნიერებს,
გამთენიისას დაბრუნდები სიზმრიდან-მთვრალი,
არ შეგაწუხებს რომ გცივა და რომ ხარ მშიერი...

ნუღარ ლოცულობ,გარეთ გადი,შენი თავიდან,
უფალი მუდამ შენთანაა,არ მიგატოვებს,
წასასვლელები რა ხანია უკვე წავიდნენ,
და შენს ოთახში მარტოობა შენზეც ბატონობს.

კარი გააღ გარეთ გადი,უმისამართოდ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები