ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2016


სათაური ვერ მოვუფიქრე :)

თუ ვერ გაიგე შენს სულში რა ხდება
კარგთან ბოროტი ერთად სახლდება,
ფიქრი ფიქრს აწვება,
კითხვა კითხვას შობს,
ყველა სიმართლეს ხედავ სადღაც შორს,
შენ ემსგავსები ხის მოჭრილ მორს,
ვერც გაურბიხარ პასუხებს, თოვს,
აზრების ბარდნის ფანტელი ბნელი,
ხდები სულ უფრო ნელი და ნელი,
ბედსაც შესჩივლებ, დაგცინებს გველი,
თუ ვერ გაიგებ რა უნდა სულს
შედეგი ბევრჯერ გაგიპობს გულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები