 | ავტორი: მეუდაბნოვე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 8 თებერვალი, 2016 |
პოემის ეპილოგში დაჭრილ ლუხუმს გველი უვლის, ჭრილობებს ულოკავს და წყალს და საკვებს უზიდავს. „ლუხუმის სიმხნევე-სიჩაუქემ იმდენად იმოქმედა უწმინდურ გველზე, რომ მოიხიბლა, ვაჟკაცი შეეცოდა და სიკვდილისაგან იხსნა…“ _ დაახლოებით ასე არჩევენ ამ სიუჟეტს კრიტიკოსები. ყოველ შემთხვევაში, სხვაგვარი განმარტება არ წამიკითხავს. ეს ახსნა ყოველთვის არასწორად მეჩვენებოდა და მე _ დილეტანტს ამ წერილის დაწერაც ამან მაიძულა. ვაჟა-ფშაველამ პოემა „ბახტრიონი“ მიუძღვნა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ქართველების ბრძოლას, რომელიც „ბახტრიონის აჯანყების” სახელწოდებით არის ცნობილი. თვითონ ტერმინი აჯანყება, ვფიქრობ, არ მიესადაგება იმ პერიპეტიებს რაც კახეთში მოხდა და მცდარად შერჩეული სახელწოდებაა. აჯანყება უფრო სტიქიურ გამოსვლას ნიშნავს. 1659 წლის 19 სექტემბერს კი კონსპირაციული, კარგად დაგეგმილი ბრძოლა დაიწყო, რომელიც რამდენიმე კვირა გაგრძელდა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. თანაც ამ ბრძოლაში მონაწილეობა ძირითადად იმ ქართულმა რეგიონებმა მიიღო, რომელსაც ირანი ვერ აკონტროლებდა. თუ წარმოვიდგენთ თურქმანებით დასახლებულ ალაზნის ველსა და ივრის ზეგანს, ეჭვის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა, შედეგის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იყო. უთუოდ, ამ ბრძოლამ განსაზღვრა დღევანდელი საქართველოს აღმოსავლეთის საზღვრები და ალბათ, ამიტომაც იქცა პოეტის შთაგონების წყაროდ. ამ დროისათვის ვითარება ასეთი გახლდათ: თითქმის მთელი კახეთი თურქმანულ ტომებს ეჭირათ, რომელიც შაჰ აბასმა ქართველთა გადასახლების შემდეგ ადარბადაგანის პროვინციიდან ჩაასახლა. მათ ორი გარნიზონი იცავდა: ერთი ბახტრიონის ციხეში იდგა, ხოლო მეორე_ ალავერდში. ალავერდის ციხის აღება ქსნელებს, არაგველებსა და კახელებს დაევალათ, ხოლო ბახტრიონის ციხისთვის ბრძოლა მთიელებს _ თუშ-ფშავ-ხევსურებს. ალავერდის ციხე ქართველებმა ხრიკით აიღეს: გარნიზონის უფროსს სთხოვეს, მლოცველები მონასტერში შეეშვათ. თანხმობა მიიღეს და ჩვენმა წინაპრებმა მონასტერში საკურთხთან და სანთლებთან ერთად მალულად იარაღიც შეიტანეს.მერე ანაზდად, შიგნიდან და გარედან ერთდროულად შეუტიეს და მტერი მყისიერად დაამარცხეს. ამ ფაქტს ქართული და სპარსული წერილობითი წყაროები ადასტურებს. ხოლო რა ხერხით მოხდა ბახტრიონის აღება, უცნობია. შემდეგ ეს ციხე ქართველებმა დაანგრიეს და დღევანდლობამდე ბორცვზე შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ბურჯი და ციხის საძირკველი. მდებარეობის გამო, ბახტრიონი, უთუოდ, უფრო ძნელად ასაღები ციხე იქნებოდა და ქართველ მთიელებს ასე უცებ შტურმით აღება გაუჭირდებოდათ. ალბათ აქაც რაღაც ხრიკი იხმარეს, წერილობითი წყაროები ამაზე არაფერს ამბობს. ვაჟა-ფშაველას ისტორიის ცარიელი ფურცლების შევსება მოუწია. ფოლკლორში შემორჩენილ თქმულებებს თავის პოემაში მოუყარა თავი და შეასხა ხორცი. ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს არ მოვიყვან, ამაზე ბევრსა აქვს ნამუშევარი. მხოლოდ ვიტყვი, რომ რამდენადაც ვეძიე ლელა ბაჩლელზე ვერაფერი ვნახე. შესაძლოა, ვაჟას მიუწვდებოდა ხელი თქმულებასთან, ეს პერსონაჟიც ფოლკლორულია და ციხის აღებაც იმ სცენარით მოხდა, როგორც ვაჟამ დაგვიწერა. ამ შემთხვევაში, რამის მტკიცება უხერხულია და მარტოდენ ვარაუდის გამოთქმა თუ შეიძლება. ჩანართის სახით ვიტყვი: ხოშარაში ადგილობრივებმა მანახეს საფლავი ლელა ბაჩლელისა, მაგრამ ძნელად სარწმუნოდ მომეჩვენა და არ დავიჯერე, თუმცა კატეგორიულად უარყოფაც არ შეიძლება. ლუხუმის პერსონაჟზე მიდის დავა სპეციალისტებს შორის და ვერ თანხმდებიან ბერი ლუხუმის პროტოტიპი თუში ლუის ლუხუმი იყო თუ არა. ამ ლიტერატურულ შერკინებაში რაღაც კუთხურობის მომენტები დავიჭირე და არ მესიამოვნა. ვფიქრობ, ბერი ლუხუმის სახე იმდენად ზოგადი და მისტიურია, რომ სახელის გარდა ფოლკლორთან არაფერი აკავშირებს და ეს დავა უსაგნოა. ის ყველაზე იდუმალებით მოცული პერსონაჟია, მასში ბერობა და მხედრობაა გაერთიანებული. ამ პერსონაჟით ქრისტიანული ლიბერალიზმისა(გიყვარდეს მტერი შენი) და პატრიოტიზმის თავსებადობაა ნაჩვენები. „შენ შაგებრალა ურჯულო, /მოგიწყლიანდა თვალები; /უთუოდ, საით ენახვე, /მოგაფურთხებდენ ქალები. /მე არ მებრალვის, ლუხუმო, /მოუნათლავი აროდის...“ _ ეუბნება ლუხუმს ზეზვა. ლუხუმის შინაგანი ბუნება ამ მხრივ ალუდა ქეთელაურს ენათესავება. პოემაში ორი მისტიური მომენტია. ერთი როცა მოლაშქრეებს ზეციური მხედრის სახით ლაშარის ჯვარი ეცხადებათ და მეორე _ გველის მიერ ლუხუმის განკურნება. პირველი ქართული მწერლობისათვის არ ახალია _ წმინდა გიორგი დიდგორის ბრძოლაში ხილულად იღებდა მონაწილეობას. ხოლო მეორის დეტალები, ალბათ, ავტორმა მითოსიდან აიღო, მოძერწა და თავის შემოქმედებით ქურაში გამოაცხო. უცნაური გველია ვაჟას გველი: სიდიდეზე რომ არაფერი ვთქვათ, მისი ჯაგარი გვაფიქრებინებს, რომ ის ჩვეულებრივი გველი არ არის. ვაჟა მკითხველს მაშინვე აიძულებს, რომ გველში სულ სხვა, არცთუ მთლად ფიზიკური არსება წარმოიდგინოს: „საჭმელსაც თვითონ უზიდავს,/ასმევს წყალს ლაღის მთისასა;/ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს/ორის ობოლის ძმისასა“. უეჭველია, ეს ყოველივე გველის შესაძლებლობებს აღემატება. მაგრამ ქართულ მითოსში, და არამარტო ქართულში, ფუძის გველად წოდებული გველი მსგავს საქმეთა მოქმედია. ის სახლში დარჩენილ ბავშვებს უვლის, ოჯახს იცავს და სახლის პატრონს უბედურების შესახებ ატყობინებს. ქართლში და აღმოსავლეთის მთიანეთში ეზო-კარში გამოჩენილ გველს არ კლავდნენ და ხშირად რძესაც კი ასმევდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ის ფუძის ანგელოზია. უფრო სწორად, მასში ფუძის ანგელოზია გამატერიალიზებული. ქართველთა ძველ წარმოდგენაში ყველაფერს თავისი დედა(ანგელოზი) ჰყავდა: კერიის დედა, ფუძის დედა, ადგილის დედა და ასე შემდეგ. ძველი ქართული წარმოდგენით, ადგილის დედისა და ფუძის ანგელოზის გამატერიალიზება მხოლოდ გველის სახით ხდებოდა(საცნაურია, რომ ბიბლიური ადამ და ევას გამატერიალიზებაც გველის დახმარებით მოხდა) . ამდენად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ რომ „ბახტრიონის“ გველი გველში ხორცშესხმული ზეციური არსებაა და არა უბრალო ქვეწარმავალი. თუკი ამ ჰიპოტეზას დოგმად მივიღებთ და ამასთან ერთად მივიჩნევთ, რომ ვაჟა-ფშაველამ ლუხუმში(ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზედ შედგომა) საქართველო იგულისხმა, მაშინ დაისმება კითხვა, „ბახტრიონის“ გველში რომელი ზეციურ-იერარქიული არსებაა განივთებული ანუ საქართველოს(ლუხუმს) გველის სახით ვინ უმკურნალა? როგორც ზევით ვახსენეთ, ქართულ მითოლოგიაში დედა ჰყავს კერას, სახლ-კარს, ადგილს, მიწას(დედა მიწა), მაგრამ ერს თუ ჰყავს დედა-მფარველი? მითების შექმნის ეპოქაში ერები არ არსებობდა, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში გვაქვს ერის სულის ფენომენი და ის ილიამ შემოიტანა: „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა, მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული“(აჩრდილი). იქნებ ვაჟას გველში ილიასეული საქართველოს უკვდავი სულია განივთებული? გველის სიმბოლიკა სრული არსით ვაჟა-ფშაველამ „გველის მჭამელში“ მოგვცა. გველის ჭამის შედეგად მინდია სიბრძნეს დაეუფლა. გველში ბიბლიურად დაცემული ანგელოზია სიმბოლიზირებული. ის ადამს და ევას გველის სახით ეჩვენა და ავისა და კარგის შეცნობის ხის ნაყოფის დაგემოვნების ცდუნება ჩაუნერგა. გველი ლუციფერის მიწიერი სახეა. ჭამა ზიარებასთან არის დაკავშირებული( განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი ). გველის ჭამა სიმბოლური აქტია და სიბრძნესთან ზიარებას ნიშნავს. ვაჟა-ფშაველას, რომელიც თავის შემოქმედებაში გველს ამხელა სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს, არა მგონია „ბახტრიონში“ გამონაკლისი დაეშვა. ჩემი ღრმა რწმენით, გველი სიმბოლურად ზეციური არსება და, კერძოდ, ილიასეული საქართველოს მფარველი სულია. ლუხუმი რომ სახლ-კარის დაცვისთვის ბრძოლაში დაჭრილიყო, გველი უთუოდ ფუძის ანგელოზს განასახიერებდა, სოფლისთვის რომ დაედო თავი_ადგილის დედას. ხოლო ამ შემთხვევაში ლუხუმი სამშობლოსათვის დებს თავს და სიმბოლო, როგორც გველი, შესაბამის სულიერ იერარქიაში უნდა ვეძიოთ.¬
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ძალიან საინტერესოა კომენტარებიანად, ვაჟა-ფშაველა გენიოსია, აბა მე როგორ ამოვიღო ხმა. ძალიან საინტერესოა კომენტარებიანად, ვაჟა-ფშაველა გენიოსია, აბა მე როგორ ამოვიღო ხმა.
19. მეუდაბნოვე, მაინცადამაინც ადმინთან უნდა გიჩივლო, ახალი ტექსტი რომ დადო?! :)
მოგიკითხე. მეუდაბნოვე, მაინცადამაინც ადმინთან უნდა გიჩივლო, ახალი ტექსტი რომ დადო?! :)
მოგიკითხე.
18. მეუდაბნოვე, მაინცადამაინც ადმინთან უნდა გიჩივლო, ახალი ტექსტი რომ დადო?! :)
მოგიკითხე. მეუდაბნოვე, მაინცადამაინც ადმინთან უნდა გიჩივლო, ახალი ტექსტი რომ დადო?! :)
მოგიკითხე.
17. რაც უფრო ღრმაა ლიტერატურული ტექსტი, მით მეტ საშუალებას იძლევა ინტერპრეტაციისა. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. წარმოდგენილი მოსაზრება აშკარად საინტერესოა. ამასთან კვალიფიციურად მოწოდებული. რაც უფრო ღრმაა ლიტერატურული ტექსტი, მით მეტ საშუალებას იძლევა ინტერპრეტაციისა. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. წარმოდგენილი მოსაზრება აშკარად საინტერესოა. ამასთან კვალიფიციურად მოწოდებული.
16. მეუდაბნოვე, თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესბს, გეტყვი რომ ანგელოზი უბრალოდ მითიური არსებაა, როგორც დევი. ასეთივე მაქვს ინტუიტიური წარმოდგენაც - მაგალითად როგორც კ-ფ "უცხოპლანეტელში" რომ მონსრია, იმასავით.. ანუ მაგ დროს სქესზე ლაპარაკი უაზრობაა მგონი. მეუდაბნოვე, თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესბს, გეტყვი რომ ანგელოზი უბრალოდ მითიური არსებაა, როგორც დევი. ასეთივე მაქვს ინტუიტიური წარმოდგენაც - მაგალითად როგორც კ-ფ "უცხოპლანეტელში" რომ მონსრია, იმასავით.. ანუ მაგ დროს სქესზე ლაპარაკი უაზრობაა მგონი.
15. ჰოდა რუბლიოვის ხატზე - მიქაელ მთავარანგელოზია. ხომ არ ჰგავს მამაკაცს? :) ანუ რაც ვწრე ეგ მხოლოდ მესამე ტრიადას ეხებოდა. პირველი ტრიადა: ქერუბიმები, სერაბიმები და საყდარნი კი ბატონო, გამომივიდა დასტურათხატება ჩემს გონებაში.
მაგრამ... სურთ-ხატიც მთლად გამართლებული ვერ იქნება, რადგან არსებობს ძალა ყოველგვარი სურათ-ხატის გარეშეც. მაგალითად ანგელოზთა მეორე ტრიადა: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი როგორ უნდა წარმოვიდგინოთ სურათ-ხატად? მე არ გამომივიდა რაღაც... :) მაგრამ მე რა გამომივიდა, არაფერსაც არ ნიშნავს.
ჰოდა რუბლიოვის ხატზე - მიქაელ მთავარანგელოზია. ხომ არ ჰგავს მამაკაცს? :) ანუ რაც ვწრე ეგ მხოლოდ მესამე ტრიადას ეხებოდა. პირველი ტრიადა: ქერუბიმები, სერაბიმები და საყდარნი კი ბატონო, გამომივიდა დასტურათხატება ჩემს გონებაში.
მაგრამ... სურთ-ხატიც მთლად გამართლებული ვერ იქნება, რადგან არსებობს ძალა ყოველგვარი სურათ-ხატის გარეშეც. მაგალითად ანგელოზთა მეორე ტრიადა: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი როგორ უნდა წარმოვიდგინოთ სურათ-ხატად? მე არ გამომივიდა რაღაც... :) მაგრამ მე რა გამომივიდა, არაფერსაც არ ნიშნავს.
14. ინტუიტური შეკითხვა ძალიან სერიოზულია გოჩა. :) ანგელოზი მაცნეს ნიშნავს. მთავარანგელოზებს მამაკაცური სახელები აქვთ, მიქაელი, გაბრიელი, ვარაქიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, ურიელი , რაფაელი (იგივე ტარიელი), ხატებზე შემოსილებიც მამაკაცურად არიან. მიქაელ მთავარანგელოზს ხელთ შუბი უპყრია. ხატებს დიდი ზეგავლენა აქვთ წარმოსახვაზე, ამიტომ თავიდან ჩემი პირველხედვაც ისეთი იყო როგორც სხვების, მამაკაცებად მყავდა წარმოდგენილი, თანაც მათ საცრემლეები არ აქვთ თვალებზე (იქ ხომ არ ტირიან, მაგრამ ტირილიც ქალების ხვედრია..) თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ იმიტომ რომ... ხატებზე თვალს და გონებას მათი საოცარი სილამაზე იპყრობს, მკვეთრად არამამაკაცური სილამაზე და ყველა მათგანი უწვერულია... :)) საბოლოოდ ვიტყოდი რომ ერთი ანგელოზი შეიძლება იყოს მამაკაცური საწყისის, მეორე ქალურის, მესამე არცერთის და მხოლოდ ძალა იყოს... მათ არ ჭირდებათ გამრავლება და სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ჩემი სუბიექტური აზრით, უსქესოები კი არ არიან, არამედ რა სქესის არიან, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ისინი არც ბერდებიან და მარადიულად ისეთები არიან, როგორებიც არიან. რუბლიოვის დაწერილი ხატზე ვინაა გამოსახული რომ არ იცოდე, ქალის სახე გეგონება გამოხატული. აი, ილუსტრაცია დაგიდე და ნახე.
ინტუიტური შეკითხვა ძალიან სერიოზულია გოჩა. :) ანგელოზი მაცნეს ნიშნავს. მთავარანგელოზებს მამაკაცური სახელები აქვთ, მიქაელი, გაბრიელი, ვარაქიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, ურიელი , რაფაელი (იგივე ტარიელი), ხატებზე შემოსილებიც მამაკაცურად არიან. მიქაელ მთავარანგელოზს ხელთ შუბი უპყრია. ხატებს დიდი ზეგავლენა აქვთ წარმოსახვაზე, ამიტომ თავიდან ჩემი პირველხედვაც ისეთი იყო როგორც სხვების, მამაკაცებად მყავდა წარმოდგენილი, თანაც მათ საცრემლეები არ აქვთ თვალებზე (იქ ხომ არ ტირიან, მაგრამ ტირილიც ქალების ხვედრია..) თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ იმიტომ რომ... ხატებზე თვალს და გონებას მათი საოცარი სილამაზე იპყრობს, მკვეთრად არამამაკაცური სილამაზე და ყველა მათგანი უწვერულია... :)) საბოლოოდ ვიტყოდი რომ ერთი ანგელოზი შეიძლება იყოს მამაკაცური საწყისის, მეორე ქალურის, მესამე არცერთის და მხოლოდ ძალა იყოს... მათ არ ჭირდებათ გამრავლება და სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ჩემი სუბიექტური აზრით, უსქესოები კი არ არიან, არამედ რა სქესის არიან, საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ისინი არც ბერდებიან და მარადიულად ისეთები არიან, როგორებიც არიან. რუბლიოვის დაწერილი ხატზე ვინაა გამოსახული რომ არ იცოდე, ქალის სახე გეგონება გამოხატული. აი, ილუსტრაცია დაგიდე და ნახე.
13. აზგო, თქვენ წერთ, რომ იქნებ იცოდნენ რამეო. მე ცოდნაზე, სწავლებაზე არ მაქვს საუბარი, მე კითხვა დავსვი, ემოციურ პლანში, ინტუიტურად თუ რა სურათ-ხატად გვეძლევა. აზგო, თქვენ წერთ, რომ იქნებ იცოდნენ რამეო. მე ცოდნაზე, სწავლებაზე არ მაქვს საუბარი, მე კითხვა დავსვი, ემოციურ პლანში, ინტუიტურად თუ რა სურათ-ხატად გვეძლევა.
12. აზგო, მართალი ხარ, ისინი ასე ხატავდნენ, მაგრამ ქართულ შემოქმედებაში(ანგელოზო ციდან ჩამოვრენილოო და ა. შ) უფრო მდედრის ეპითეტია. როცა კაცზე ვამბობთ, ანგელოზივით კაციაო, მის ბუნებას(წყნარი, გაწონასწორებული) ვგულისხმობთ, მაგრამ როცა ქალზე ვიძახით, ანგელოზიაო, მხედველობაში გვაქვს გარეგნობა. ქართულ ცნობიერებაში ასეა. თუ ამაზე შევთანხმებით, შემდეგ მიზეზზეც შეიძლება მსჯელობა. აზგო, მართალი ხარ, ისინი ასე ხატავდნენ, მაგრამ ქართულ შემოქმედებაში(ანგელოზო ციდან ჩამოვრენილოო და ა. შ) უფრო მდედრის ეპითეტია. როცა კაცზე ვამბობთ, ანგელოზივით კაციაო, მის ბუნებას(წყნარი, გაწონასწორებული) ვგულისხმობთ, მაგრამ როცა ქალზე ვიძახით, ანგელოზიაო, მხედველობაში გვაქვს გარეგნობა. ქართულ ცნობიერებაში ასეა. თუ ამაზე შევთანხმებით, შემდეგ მიზეზზეც შეიძლება მსჯელობა.
11. მეუდაბნოვე, ანგელოზს მთელი ეს მიქელანჯელო, რაფაელი და მისთანანი ახალგაზრდა, ფრთიან ბიჭებად ხატავდნენ და იქნებ იცოდნენ რამე? მეუდაბნოვე, ანგელოზს მთელი ეს მიქელანჯელო, რაფაელი და მისთანანი ახალგაზრდა, ფრთიან ბიჭებად ხატავდნენ და იქნებ იცოდნენ რამე?
10. ჭა, მადლობა. მართალი ხარ, ტარიელ ხალხელაურის ლექსში ლირიკულ გმირს(ციხეს) გველი ულოკავს ლიბოს, ვაჟას "ბახტრიონში“ ლუხუმს ჭრილობას ულოკავს გველი.
რაც შეეხება ანგელოზს, რა თქმა უნდა ის სულია და ხორცი არ აქვს, ასეთია აღიარებული ფორა, მაგრამ ადამიანს ღმერთმა უბოძა სურათ-ხატებით აზროვნება, მას აუცილებლად რაღაც გამოსახულება უდგება თვალწინ, ფიზიკურთან მიმსგავსებული, ინტუიტურზე მაქვს საუბარი და არა ლოგიკურზე. ჭა, მადლობა. მართალი ხარ, ტარიელ ხალხელაურის ლექსში ლირიკულ გმირს(ციხეს) გველი ულოკავს ლიბოს, ვაჟას "ბახტრიონში“ ლუხუმს ჭრილობას ულოკავს გველი.
რაც შეეხება ანგელოზს, რა თქმა უნდა ის სულია და ხორცი არ აქვს, ასეთია აღიარებული ფორა, მაგრამ ადამიანს ღმერთმა უბოძა სურათ-ხატებით აზროვნება, მას აუცილებლად რაღაც გამოსახულება უდგება თვალწინ, ფიზიკურთან მიმსგავსებული, ინტუიტურზე მაქვს საუბარი და არა ლოგიკურზე.
9. ანგელოზი მხოლოდ სულია, ხორცი არა აქვს...სულს კიდევ სქესი არა აქვს... ჩემი აზრი ასეთია...<3 ანგელოზი მხოლოდ სულია, ხორცი არა აქვს...სულს კიდევ სქესი არა აქვს... ჩემი აზრი ასეთია...<3
8. გამიხარდა გოჩა...:-* რამდენ ხანია აღარაფერი დაგიდია...
საინტერესო მიდგომაა და ახსნაც თავისთავად...:-* ასეა გველის თემა ბევრგან გვხვდება ქართულ პროზაში თუ პოეზიაში...ხალხურში და თითქმის ყველგან ერთნაირი დატვირთვა აქვს...მისტიუთან, მითოლოგიურ არსებასთან ასოცირდება... გველს ახლაც ეძახიან ფუძის ანგელოზს...სახლის დედას , სახლის ანგელოზს... ვკიხულობდი შენს ახსნას გველზე და , ჩვენი თანამედროე პოეტის, ტარიელ ხარხელაური "ვერკვლის ციხე "მახსენდებოდა...იქაც საოცარი გველია...
–----------------------------------- "ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი, ამოზიდული დიდგორსა, შვიდპიად მაკრავს ღრუბელი, გველი მილოკავს ლიბოსა, ვერ იქამს წუთისოფელი, ფეხებზე დამიკიდოსა!
გამიხარდა გოჩა...:-* რამდენ ხანია აღარაფერი დაგიდია...

7. ჩვენ თუ ვირწმუნებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ამ დრომდე მოღწეული კოსმოგონია ზოგად ქართულია, მაშინ ქრისტიანობამდელი ქართული ზეციური წარმოდგენების შესახებ თამამად შეიძლება საუბარი, რადგან სალოცავების, ლოცვების, შელოცვების, მითების, და მთელი რიგი საკულტო რიტუალების სახით დღევანდლამდეა მოღწეული და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. სიტყვა ანგელოზი ქართულში გვიან შემოსულია ბერძნულიდან და ალბათ ქრისტიანობას შემოჰყვა. მის აღსანიშნავად ღთიშვილი(ღვთის შვილი) ან დედა იხმარებოდა. კერიის, ფუძის და ადგილის მფარველი უეჭველად მდედრული საწყისის იყო.
რა მაგის პასუხია და ერთი შეკითხვა მინდა დავსვა და გთხოვთ გამომეხმაურეთ: როცა სიტყვა ანგელოზი გესმით რომელი სქესის სულიერი არსება გიდგებათ თვალწინ? ოღონდ ჰერმაფროდიტი არ თქვათ, ჰერმაფროდიტშიც რაღაც ჭარბობს. ჩვენ თუ ვირწმუნებთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ამ დრომდე მოღწეული კოსმოგონია ზოგად ქართულია, მაშინ ქრისტიანობამდელი ქართული ზეციური წარმოდგენების შესახებ თამამად შეიძლება საუბარი, რადგან სალოცავების, ლოცვების, შელოცვების, მითების, და მთელი რიგი საკულტო რიტუალების სახით დღევანდლამდეა მოღწეული და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეგვიძლია ამაზე მსჯელობა. სიტყვა ანგელოზი ქართულში გვიან შემოსულია ბერძნულიდან და ალბათ ქრისტიანობას შემოჰყვა. მის აღსანიშნავად ღთიშვილი(ღვთის შვილი) ან დედა იხმარებოდა. კერიის, ფუძის და ადგილის მფარველი უეჭველად მდედრული საწყისის იყო.
რა მაგის პასუხია და ერთი შეკითხვა მინდა დავსვა და გთხოვთ გამომეხმაურეთ: როცა სიტყვა ანგელოზი გესმით რომელი სქესის სულიერი არსება გიდგებათ თვალწინ? ოღონდ ჰერმაფროდიტი არ თქვათ, ჰერმაფროდიტშიც რაღაც ჭარბობს.
6.
კომენტარი დავწერე და ინტერნეტი გაითიშა...ახლა სწრაფად ვწერ და გრძელი გამოვა, რადგან დრო არ მაქვს და გავრბივარ.
ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით, ”გველის” თემა უკავშირდება ლილითს. ადამის პირველ ცოლს, რომელიც ღმერთმა შექმნა ისევე როგორც ადამი. ანუ ნეკნიდან არ შეუქმნია. ამიტომ ლილით თავს მიიჩნევდა ადამის თანასწორად. ქალი მუდმივად ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა და ძალიან ბრძენი იყო. ადამს იმდენად უყვარდა ქალი, რომ მის გულში აღარ რჩებოდა ღმერთის ადგილი. ღმერთმა გააფრთხილა ადამი კერპს კი ნუ შექმნი მისგან, არამედ მორჩილებაში იყოლიეო. ქალი არ დამორჩილდა, ადამი დაწყევლა, ედემიდან გაიქცა და წითელი ზღვისკენ გაფრინდა. გაბრაზებულმა ღმერთმა ლილითს გაპარტახებულ ადგილებში ცხოვრება მიუსაჯა და კიდევ ისიც რომ ყოველდღე მისი 100 შვილი უნდა მომკვდარიყო. ადამს კი ევა შეუქმნა მისი ნეკნიდანვე რომ მუდამ ქმრის მორჩილებაში ყოფილიყო. საინტერესო ისაა, რომ ლილითმა ღვთაებრივი საწყისი და უკვდავება შეინარჩუნა. ქალს შეეძლო ათასგვარი სახე მიეღო, ბუსი, გველის და ა.შ.... ჰოდა ლილითი იქცა გველად, ევას და ადამს აჭმა ცნობიერების ხის ნაყოფი. ღმერთმაც სამოთხიდან განდევნა ისინი და მოკვდავებად აქცია. ასე გადაუხადა ლილითმა სამაგიერო ადამს.
ლილითი პირველად გილგამეშის ეპოსში მოიხსენიება. ასევე ისაიას წიგნში ბიბლიაში. ენოქის თავდაპირველ წიგნში აღწერილია, როგორც მშვენიერი წითურთმიანი ქალი. მერე გადამწერება ეს ჩანაწერები გააქრეს. :) ლეგენდის და ოკულტური ლიტერატურის მიხედვით, ლილით სატანას გაჰყვა ცოლად, ერთ პენტაკლზე დახატულიც კია სამუელთან ერთად. ლილითის შვილები ძალიან ნიჭიერები და გენიოსები არიან, მაგრამ ადრე კვდებიან.
ჰოდა ვფიქრობ, რომ ეს ადგილის დედა, ფუძის ანგელოზი, ლუხუმის გველი (ბრძენი, აქვს ქალური საწყისი, მოვლა, წყლის დალევინება, ამბების მოყოლა, ოჯახის დაცვა...)..და მინდიას თემაც - ლილითს უკავშირდება. :)) ეს ჩემი ძალიან სუბიექტური, ძალიან თამამი და ძალიან მოკრძალებული აზრია, მაგრამ არსებობის უფლება აქვს.
ისიც მგონია, რომ ყველა მამაკაცს ჰყავს თავისი ლილით.. მაგრამ ცოლად... ევა მოჰყავთ... :))

5. მადლობა, აზგო, მადლობა, ტენდი. მადლობა, ნეფერტარ. მე ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები არ მოვიყვანე, ვფიქრობ, ჩემი ნაწერი ძალიან მშრალია და ამ თემაზე ბევრი საკითხის გაშლა შეიძლება. უბრალოდ შევეცადე ჩემეული მოსაზრება მეჩვენებინა, თანაც მთლად არ მჯერა, რომ მსგავსი ჰიპოტეზა სხვას არ ჰქონდეს. მადლობა, აზგო, მადლობა, ტენდი. მადლობა, ნეფერტარ. მე ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები არ მოვიყვანე, ვფიქრობ, ჩემი ნაწერი ძალიან მშრალია და ამ თემაზე ბევრი საკითხის გაშლა შეიძლება. უბრალოდ შევეცადე ჩემეული მოსაზრება მეჩვენებინა, თანაც მთლად არ მჯერა, რომ მსგავსი ჰიპოტეზა სხვას არ ჰქონდეს.
4. "თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, კიდევ ვჯობივარ კახსაო, ფეხს დავკრავ გადავფრინდები ბახტრიონს გალავანსაო".
"ბიჭი ვარ გოგოლაური რას მყურობ ტალავარზედა! წინწინ მე გადავფრინდები ბახტრიონს გალავანზედა; ხმლითა ვცემ თათრის ბელადსა, ზედ მივალ ფალავანზედა".
+ + + მეუდაბნოვევ, შენ თუ არ მოიტანე, მე მოვიტანეეე, დანარჩენზე მერე დავწერ.
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, კიდევ ვჯობივარ კახსაო, ფეხს დავკრავ გადავფრინდები ბახტრიონს გალავანსაო".
"ბიჭი ვარ გოგოლაური რას მყურობ ტალავარზედა! წინწინ მე გადავფრინდები ბახტრიონს გალავანზედა; ხმლითა ვცემ თათრის ბელადსა, ზედ მივალ ფალავანზედა".
+ + + მეუდაბნოვევ, შენ თუ არ მოიტანე, მე მოვიტანეეე, დანარჩენზე მერე დავწერ.
3. როგორ მინდოდა ”ასეთი რამის წაკითხვა” :)... 5.
მიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, მთები უწყობენ ხმასაო:
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, კიდევ ვჯობივარ სხვასაო... არ მივატოვებ არასდროს მთაში გარეკილ ცხვარსაო, არ გავაცივებთ ღადარსა,არ გამოვკეტავთ კარსაო, ომალოს, დიკლოს, შენაქოს არ დავუტოვებთ სხვასაო".
ნიამორები გადმოდგნენ გადმოეფინენ მთებსაო. მდინარეები გადმოსკდნენ, კლდემ კლდეზე დაიკვნესაო. ირემმა ირემს გასძახა:ბალღებმა ეს რა თქვესაო! ნეტაი, ჩვენსა მამულსა! ნეტაი, დედათქვენსაო!
ნ. დუმბაძე როგორ მინდოდა ”ასეთი რამის წაკითხვა” :)... 5.
მიტანტალებენ ბილიკზე თუშის პატარა ბიჭები, ფეხში ესობათ ეკლები, ფეხში ესობათ ხიჭვები. მიდიან, მიიმღერიან, მთები უწყობენ ხმასაო:
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, კიდევ ვჯობივარ სხვასაო... არ მივატოვებ არასდროს მთაში გარეკილ ცხვარსაო, არ გავაცივებთ ღადარსა,არ გამოვკეტავთ კარსაო, ომალოს, დიკლოს, შენაქოს არ დავუტოვებთ სხვასაო".
ნიამორები გადმოდგნენ გადმოეფინენ მთებსაო. მდინარეები გადმოსკდნენ, კლდემ კლდეზე დაიკვნესაო. ირემმა ირემს გასძახა:ბალღებმა ეს რა თქვესაო! ნეტაი, ჩვენსა მამულსა! ნეტაი, დედათქვენსაო!
ნ. დუმბაძე
2. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა შენი ვარაუდი გველის მნიშვნელობაზე.
როცა ეზოში გველს ნახავენ, არ კლავენ, ამბობენ, მთელი ოჯახი ამოწყდებაო. შემთხვევებსაც იმოწმებენ.
გველი რომ სიბრძნის და სილამაზის სიმბოლოა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ვფიქრობ, შენ უფრო მეტის თქმაც შეგეძლო, მეუდაბნოვე. :)
პატივისცემით, ტენდი
5
მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა შენი ვარაუდი გველის მნიშვნელობაზე.
როცა ეზოში გველს ნახავენ, არ კლავენ, ამბობენ, მთელი ოჯახი ამოწყდებაო. შემთხვევებსაც იმოწმებენ.
გველი რომ სიბრძნის და სილამაზის სიმბოლოა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ ვფიქრობ, შენ უფრო მეტის თქმაც შეგეძლო, მეუდაბნოვე. :)
პატივისცემით, ტენდი
5
1. ნამეტარი ცალმხრივად გამოიყურება ეს მსჯელობა, აი, რაიმე ალტერნატიული აზრიც რომ გამოგეთქვა ამ მისტიკური არსებების/მოვლენების "დანიშნულებაზე", მაშინ კიდევ ჰო. მოკლედ, არ ვარ თანახმა, აკლია დამაჯერებლობა. ვარაუდის დონეზეც კი. ნამეტარი ცალმხრივად გამოიყურება ეს მსჯელობა, აი, რაიმე ალტერნატიული აზრიც რომ გამოგეთქვა ამ მისტიკური არსებების/მოვლენების "დანიშნულებაზე", მაშინ კიდევ ჰო. მოკლედ, არ ვარ თანახმა, აკლია დამაჯერებლობა. ვარაუდის დონეზეც კი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|