ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2016


დარიგება მშობლისგან

მეზობლის ბაღში ატამი ყვავის,
შენ ბედნიერი იყავი ამით,
თუკი გაუხმა კაცს სვე და ბედი
ჭიგოდ დაუდექ თავით.
რომ გაიხარებ სხვის სიხარულით
შენიც მოდგება კართან,
როცა გაწუხებს სხვისი დარდები
არ დაგირეკავს მწუხრის ზარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები