ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2016


მე და ჩემი ცხოვრება.

არ მტოვებს გვერდით მომყვება
ჩემი უიღბლო ცხოვრება, პატრონად მე რომ ვერგე,
უხმოდ მოათრევს ფეხებს, ყოჩაღად იჭერს თავს,
მიკვირს სულელი მართლაც რად არ აირჩევს სხვას,
ალბათ იმქდი აქვს რომ გამოვაჩენ ფხას.
არ ვტოვებ, მე ზურგს არ ვაქცევ
ჩემს კვაზიმოდო ცხოვრებას, უიღბლოს წილად მერგო.
უხმოდ მივყვები , დიახ ყეყეჩად ვიჭერ თავს,
მიკვირს ასეთი ჭკვიანი ღმერთს რად არა ვთხოვ სხვას,
ალბათ იმედი მაქვს რომ გამომაბამს ფრთას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები