ნაწარმოებები



ავტორი: ტ ა ტ ო
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2016


დ ა ნ ა შ ა უ ლ ი

რა უნდა გითხრა? როცა სიტყვა ყელში გამჩრია,
რადგან თვით სიტყვაც არ არსებობს შესაფერისი,
სამი წლის წინათ გულმა შენთან ყოფნა არჩია,
რომ მხოლოდ შენით გამთბარიყო ჩემი მერმისი.

ეხლა კი  თავი რით ვიმართლო, ან და საერთოდ
ბოდიში, როგორ მოგიხადო ეგეც არ ვიცი,
ალბათ ცხოვრება ჩემი ცქერით ისე გაერთო,
რომ ვნებიც ცეცხლი მომიკიდა და მეც დავიწვი.

ვერ გავუძელი ცდუნებას და ჩემი ცოდვები
დამძიმდა ისე, რომ არ ვიცი ზიდვას თუ შევძლებ,
გაგიმხელ... მერე შენს განაჩენს დაველოდები,
მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა, სათქმელ გზებს ვეძებ...

ეს ერთი ცოდვაც, იქნებ შეძლო და მაპატიო,
რადგან სინდისი ვეღარ უძლებს სიმძიმეს ამდენს,
ალბათ ღირსი ვარ ჯოჯოხეთის ცეცხლში ვათიო
ღამე და თანათ ჭინკები და მატლები მჭამდეს.

კარგი გაგიმხელ რაც ამდენხანს გულში ვინახე,
მერე ნურასდროს მაპატიებ თუგინდა ამას:
„მაცივრის თავზე შოკოლადი რომ შეინახე
როცა გეძინა სულ მთლიანად შემომეჭამა“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები