ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2016


ვ ა რ დ ე ბ ა მ დ ე (ექსპრომტი)

აქ  არაფერი  განსაკუთრებით
არის  სამყარო ჩვეულებრივი,
მაწუხებს  შენზე  ფიქრები  ისევ
და  მოთმინება  მწვერვალზე  იწევს.
ჩაივლის  ახლოს  ტრანსპორტი  ყრუვად
შემომესმება  ხმა  უსიამო,
მომეჩვენება,  თითქოს  სამყარო,
აქ  ახლა  სრულად,  სხვა  აკვანს  მირწევს.
სულყველაფერი  ისევ  ისეა
და  ეს  არ  გინდა,  აღარ  უარყო,
მითხარი  ერთი  ეს  სამდურავი
შენზე  უკეთესს
ვის?  სად,  ვუამბო.
ხედავ?  არ  არის  ახლა  მზე  ჩემთან, 
როგორც  ამ  წუთას  შენ  და  აჩრდილი.
დილით  მე  ვნახე  ღამე  გახდილი
და  პირს  იბანდა
ხელებ  გაწვდილი.
მოთოვს  თუ  არა,  ისიც  არ  ვიცი,
ისევე  როგორც  შენი  მოჩენა,
ორივე  ერთად  გამეხარდება
გამეხარდება  სევდის  მორჩენა.
მზეო  მიშველე,  ისევ  შენ  სითბოს
რადგანაც  ველი,
ველი  და  ნელა  მივყვები  ქუჩას.
ვარდები  მაისს მოყვება  ვიცი
და  ამ  მოლოდინს  ბოლო  არ  უჩანს,
განა  ვარდები  ახლა  არ  არის,
არის  მაგრამ  სულს, 
სულ  სხვა  ვარდი  სურს,
ამ  ჩემს  მიწაზე  მოსული  მაშინ
ჭალაზე  ილტო  ვნებით  როს  მოქუხს
და  ჩვენს  ენაზე  მთელი  ზამთრისას
გადანახულ  დარდს ვცვლით  და  ვაახლებთ,
სულს  ყველაფრისგან  ვანთავისუფლებთ
წმინდა  სიყვარულს    მარტოდ  ვასახლებთ.
ასეთი დღეა  დილიდან  ზუსტად
ვით  აბდა-უბდა  აქ  ეს  ნაწერი.
რა  იყო  ცაო  რა  დაგიშავე
ამ  თეთრ  სამოსზე
ცრემლს  რომ  მაწველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები