-გ.აბესაძის გასაუბრება გიო ზედვაკელთან-
თუ გცივა დილიდან, თუ გათოვს, თუ გაჩეჩებენ ნახშირს, ანდა პოეტად-ნუგატოვს, შენ ვინ მიგდიხარ მაშინ?
ეჰ,გიო,მეტი გეკითხა, რას გამორბოდი თბილისს. გეყოლებოდა ერთი თხა, ათასი -კმაყოფილი.
შენ რას გაუგებ ამდენ გიჟს, თავად გიჟი ხარ,მგონი. მეორე ,,მე,,-სთან ტანდემში მარცხდები ავტოგოლით.
თუ ყურებიდან უშვებდი ადრე კვამლს,როგორც ,,ფერო,, , გხიბლავდა ალაფურშეტი, სადღაც ,,საბა,, და ,,წერო,, ,
თუ გიყვირია რიყიდან, თავი გეგონა დენდი- ყოფილხარ,ძმაო ბრიყვი და... ანდა რა ფეხებს წერდი?
ვერ მიაგენი ჰაიკუს, ტანკა გეგონა ტანგა. ეკიდე ათას მაიკოს და ორიათას ნანკას.
გუშინწინდელის არ იყოს, დღესაც ახსოვხარ ცოტას. ჰოდა,აბა მე რა გიყო, შენ არ აყევი მოდას!
თუ გცივა დილიდან, თუ გათოვს, თუ გაჩეჩებენ ნახშირს, ანდა პოეტად-ნუგატოვს, შენ ვინ მიგდიხარ მაშინ?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. იასონ
მართალი იყავი შენ ,ჩემო კარგო და გავასწორე ეგ ადგილი.მადლობა იასონ
მართალი იყავი შენ ,ჩემო კარგო და გავასწორე ეგ ადგილი.მადლობა
8. ზედვაკელისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და მოქნილობა აქვს ნაწერს, მაგრამ ზედვაკელისგან უფრო მეტის მოლოდინი მაქვს მე ყოველთვის. ალბათ ნაწერის თავისებურობის და სპეციფიურობის გამოა ეს. ზედვაკელისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე და მოქნილობა აქვს ნაწერს, მაგრამ ზედვაკელისგან უფრო მეტის მოლოდინი მაქვს მე ყოველთვის. ალბათ ნაწერის თავისებურობის და სპეციფიურობის გამოა ეს.
7. "ეჰ,გიო,მეტი გეკითხა, თუ გამორბოდი თბილისს. გეყოლებოდა ერთი თხა, ათასი -კმაყოფილი."
უფრო ნაკითხი რომ ყოფილიყავი, თბილისში ერთ თხას მოგცემდნენ მერიაში. ასე გამოდის თითქოს.
"ეჰ,გიო,მეტი გეკითხა, ან რას მორბოდი თბილისს."
ასე რომ იყოს, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა. ხუმრობაზე არ გაბრაზდე.
"ეჰ,გიო,მეტი გეკითხა, თუ გამორბოდი თბილისს. გეყოლებოდა ერთი თხა, ათასი -კმაყოფილი."
უფრო ნაკითხი რომ ყოფილიყავი, თბილისში ერთ თხას მოგცემდნენ მერიაში. ასე გამოდის თითქოს.
"ეჰ,გიო,მეტი გეკითხა, ან რას მორბოდი თბილისს."
ასე რომ იყოს, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა. ხუმრობაზე არ გაბრაზდე.
5. კარგია, იუმორისტულში რომ დაგედო, ამ თვის რჩეული იქნებოდა) კარგია, იუმორისტულში რომ დაგედო, ამ თვის რჩეული იქნებოდა)
4. მეც მომწონს...:) ერთი ხელის მოსმით რომაა დაწერილი, ეტყობა კიდეც...:-* მეც მომწონს...:) ერთი ხელის მოსმით რომაა დაწერილი, ეტყობა კიდეც...:-*
3. ახლა გასაგებია გიო ბატონო :) ძალიანაც კარგია
უცებ მომსკდარი და დაწერილი ლექსები უფრო ნამდვილებია გეთანხმები ახლა გასაგებია გიო ბატონო :) ძალიანაც კარგია
უცებ მომსკდარი და დაწერილი ლექსები უფრო ნამდვილებია გეთანხმები
2. ბ-ნო ნიკი,მოგესალმებით.მე გახლავართ მეშახტეთა ქალაქიდან. იქ ნახშირი ასოცირდება სითბოსთან,ანუ მთელი საქართველო რო კანკალებდა შუა ზამთარში სკოლაში ე.წ. ცენტრალური გათბობა გვქონდა მაგ ნახშირის წყალობით. ლექსი იწყება ასე ,,თუ გცივა დილიდან,თუ გათოვს,, და მერე ,,თუ გაჩეჩებენ ნახშირს,, ,ანუ გასათბობად:) ეგ ჩანაფიქრი იყო მანდ:) ცუდად გამომივიდა ,ეტყობა. ეს ლექსი მომწონს და ბევრ ჩემ პოპულარულ ლექსს მირჩევნია.იმიტომ რომ 5 წუთში დავწერე და როცა სწრაფად ვწერ,ყოველთვის მახსოვს ის ნაწერები..უფრო ნამდვილებია. ბ-ნო ნიკი,მოგესალმებით.მე გახლავართ მეშახტეთა ქალაქიდან. იქ ნახშირი ასოცირდება სითბოსთან,ანუ მთელი საქართველო რო კანკალებდა შუა ზამთარში სკოლაში ე.წ. ცენტრალური გათბობა გვქონდა მაგ ნახშირის წყალობით. ლექსი იწყება ასე ,,თუ გცივა დილიდან,თუ გათოვს,, და მერე ,,თუ გაჩეჩებენ ნახშირს,, ,ანუ გასათბობად:) ეგ ჩანაფიქრი იყო მანდ:) ცუდად გამომივიდა ,ეტყობა. ეს ლექსი მომწონს და ბევრ ჩემ პოპულარულ ლექსს მირჩევნია.იმიტომ რომ 5 წუთში დავწერე და როცა სწრაფად ვწერ,ყოველთვის მახსოვს ის ნაწერები..უფრო ნამდვილებია.
1. ნახშირს რატომ გაჩეჩებენ? ეს ვერ გავიგე
განწყობების და შეხედულებების ცვლა და ჭიდილი
უკეთესადაც წერს ზედვაკელი :) ნახშირს რატომ გაჩეჩებენ? ეს ვერ გავიგე
განწყობების და შეხედულებების ცვლა და ჭიდილი
უკეთესადაც წერს ზედვაკელი :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|