ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2016


რ ა ა რ ი ს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ო მითხარი

არის  სიყვარულიო? - მკითხე.
გიპასუხე-არისო. კიო.
შემდგარიო?-მკითხე.
დიახ  შემდგარიო-გიპასუხე.
რას  შეადარებო - მითხარი.
მე  თეთრზე  თეთრ  ღრუბელსო- გიპასუხე.
მერედა  მუდმივობის  კანონს  რას  უპასუხებო - თქვი  და  ამოიოხრე..
სიყვარულს  არანაირი  კანონი  არ  ეხება  და  არც  მართავსო,  ვერც  არეგულირებსო,  ის  თავად  კანონიაო-გითხარი.
თეთრ  ღრუბელს  კი,  რაც  შეეხება,  ის  როცა  ზეცაში  ჩანს,  მაშინ  სხივები  გვათბობს,  გვახალისებს,  სიცოცხლით  გვავსებს,
როცა  გამუქდება  ღრუბელი,  მაშინვე  მოვიწყენთ,  უხალისო  და  უსიცოცხლო  ვხდებით,
ღამეს  ემსგავსება  დღე,
ხვალინდელ  დღეს ეჭვით  ვუყურებთ  და  სადღაც  იმედი  ჟანგისფერ  სამოსში  იწყებს  გახვევას,  ვარდისფერიც  იკარგება  წარმოსახვაში,  ბინდისფერით  იცვლება  მიმწუხრი  და  გაუსაძლისი  ხდება  ყოფიერება.
ირგვლივ  ხეებიც  დარდისფერს  იხამებენ,
ყვავილები თავს  ხრიან,  ვარდებს  ფურცლები  სცვივა  დროდადრო.
  ჰაერი  არასაკმაო  ხდება,  მიწა  ივსება  სევდით  და  მძიმდება  უფრო  მეტად,  ვიდრე  არის,
წყალი უხალისოდ  მოთანადობს  ყოველივეს  და  ყველაფერი,  ამ  დროს,  როგორ  გამოიყურება  არაფერს  ვამბობ...
თქვენ  თავად  განსაჯეთ  შემდეგი....
მზე  მაინც  ამოდის  და  ჩადის.
მთვარე და  ვარსკვლავებიც  ავსებენ  ღამღამობით  ალბათ  ცას.
დღე  დღეს  მისდევს  და  ღამე  ღამეს,  სავარაუდოდ.
ამ  დროს  სად  და  როგორია  გრძნობადობანი,  ეს  ჩემთვის  შეუცნობელია,  მიუღწეველია.....
ხეც  უნაყოფო  იქნება,  ალბათ.
მდინარის  კალაპოტში  მშრალი  კენჭები  აწკარუნდება  მჭეხარედ.......
ნეტავ  სად  იწყება  და  სად  მთავრდება  ცა?.....  გაუსაძლისად  მაინტერესებს  ესეც.
ან  რატომ  მოძრაობენ  იქ  ციური  სხეულები  ქაოსურად და  უმისამარტოდ...
იქნებ,  იქ  ჩვენ  ვართ  და  ამის  პასუხის  მოწმენიც  თავად  გავხდებით  ოდესღაც...
ამ  კითხვას  პასუხი,  აქ,  თუ  გაეცემა  ოდესმე.  ან/და  ვის,  სად,  როდის და  რატომ..... ნ ე ტ ა რ ს.
მე  არაფერი  მიკითხავს  შენთვის......
თუმცა,  ძალიან  მაინტერესებდა,  რატომ ამოიოხრე  მაშინ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები