ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
20 თებერვალი, 2016


თ ო ხ ი

      თ ო ხ ი

ვანომ  თოხი  აყიდვინა
დიდი  ხვეწნით  დედას,
ბებოს  უნდა  მიეხმაროს
თქმას  კი,  ვერა  ბედავს.

თანაც, ,მამა  თვალს  არიდებს,
ვითომ  ვერა  ხედავს,
მაინც  ჰკითხა  თოხს  მჭედელი,
მითხარ,  რადა  სჭედავს?

მამას  ჩუმად  ჩაეღიმა,
ფიქრს  მიუხვდა  ვანოს.
თავიც  ისე  გააქნია,
თითქოს  რამეს  ნანობს.

უთხრა  ბებოს  მოენატრე
და  შენს  ნახვას  ჩქარობს.
თან  სიმინდიც  სათოხნი  აქვს,
სანამ  დარი  დარობს.

გახალისდა  ვანო  უკვე
ჩქარობს,  მეტად  ხარობს.
მამას  უთხრა:
არ  ველოდი,  რაღა  დაგიმალო.

მადლობ,  ბებოს  გავახარებ
ბაღჩის,  ყანის  თოხნით,
ყველა  საქმეს  მოვუგვარებ
ამ  ახალი  თოხით.


    (ვანომ  იცის  ვორონცოვი,
    არც  რძე  უყვარს  და არც  დოვი.
    გაბრაზდა  და შეკრა  კრიჭა
    ქაღალდებიც გადაფხრიწა.
    აღარ  ჰქონდა  არსად  მიწა,
    არც  ქოხი  და  აღარც  რიწა.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები