ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2016


,,

კონკურენცია მთავარი...
შეჭამე გვერდით მსვლელი,
სიკეთე არის ზღაპარი ,
იყავი მგელზე მგელი,
ფიქრი საჭირო არ არის
თქვი რასაც ხალხი ელის.
ისწავლე შვილო წინ წადი,
გაითავისე პიარი
ბრბოზე გავლენის მოხდენა
გახდი სიყალბის ზიარი.
-----------------------------
წარმატებაა საჭირო,
ფორმულას გიმხელ უფასოდ,
შესძლო სულ ყველა გაწირო
დანდობა გავნებს უთუოდ.
-------------------------------
ბოლოს კაცობაც იცოდე,
დღეღამ დასმენას იღწვოდე.
სუსტის დაცინვა შეგეძლოს,
ცუდ საქმის გადაბრალება
                    არამც და არამც შეგეტყოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები