ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2016


*** ციკლიდან "ღამე"

* * *

ფანჯარაში ღამე,
მთვარის თეთრი შუქი,
ოთახია მყუდრო,
კედლები კი მუქი
ლურჯი.
ფარდაც ასეთივე,
ლურჯია და მძიმე,
ბედო,  დამიტირე,
ლურჯად გავიწირე!
ვტირი...
სული მეწვის თითქოს,
გულიც სადღაც დამრჩა,
ტახტზე ტანი-მიგრძნობს
მოსალოდნელ  ამბავს...-
წახვალ!
დავასრულებ ვიცი,
ამ მოგონილ ზღაპარს,
უჩვეულოდ ნამდვილს,
უჩვეულოდ მართალს.
რა ვთქვა?...-
გული  ისევ  ბავშვი,
ან  ვის  ვუხსნი ამდენს?...
ან  სულელად ჩაგთვლის,
ან  დაგტოვებს ნატკენს.
ამ დღეს,
მარტო მაინც არ ვარ!
მეგობრები მახლავს:
მთვარე ...-თეთრ თვალს  მიკრავს,
ღამეც- დაეთანხმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები