ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2016


ჰაიკუთა მცდელობა

* * *
ჟირაფებმა ერთმანეთს აკოცეს.
ჭიანჭველებს ეს არც შეუმჩნევიათ.
მთელი დღეა თავაუწევლად შრომობენ.
* * *
მერცხლის ბუდეს მივაკვლიე.
ზამთარი წასვლას აყოვნებს.
გაზაფხულამდე აქ ობობა სახლობს.
* * *
ნაივლისარი ხვატი დგას.
ძროხები ბუზებს, ბუზები-ადამიანებს,
ადამიანები კოღოებს იგერიებენ.
* * *
ზღვის ცხენი საქსოფონია.
ორკუზიანი აქლემი-დასარტყამი ინსტრუმენტი.
ზებრა-პიანინოს კლავიშებია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები