ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 თებერვალი, 2016


ემილი დიკინსონი - კუბო პატარა მამულს მახსენებს

კუბო პატარა მამულს მახსენებს,
მცირეა ზომით - ორიოდ ადლი,
თუმც სასუფევლის მოქალაქეებს
იოლად იტევს მის ციცქნა ფართში.

ოდნავ დიდია მასზე სამარე,
მაგრამ თვით მზეზე ხალვათიც, ვრცელიც,
მოიცავს ყველა ზღვასა და მხარეს
და დედამიწას თავზე დასცქერის.

თავის ერთადერთ მეგობარს ვინაც
ამ რკალისებურ ბინას მიანდობს,
არ მოეღება ბოლო მის გმინვას,
სამარადისოდ წარიკვეთს სასოს.

19 თებერვალი, 2016 წ.


Emily Dickinson - A Coffin—is A Small Domain

A Coffin — is a small Domain,
Yet able to contain
A Citizen of Paradise
In it diminished Plane.

A Grave — is a restricted Breadth —
Yet ampler than the Sun —
And all the Seas He populates
And Lands He looks upon

To Him who on its small Repose
Bestows a single Friend —
Circumference without Relief —
Or Estimate — or End —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები