ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2016


მ ა ი ს ი ს წითელი ვ ა რ დ ი

                                                      მ ა ი ს ი ს    წითელი    ვ ა რ დ ი

    ქუჩა მტვრით  იყო სავსე.  ხალხი  კანტი-კუნტად  მოძრაობდა.  გაუმაძღარი  ქალაქი  გულში  იხუტებდა  დიდსა  და  პატარას.

  ლონდონის  ბაღში,  ბავშვები  კარგად  ერთობოდნენ.
მშობლები,  იქვე    ხმადაბლა  საუბრობდნენ  და  თან  თვალი  ბავშვებისკენ  ჰქონდათ მიპყრობილი. 

      ბერი  ხის ქვეშ,  სკამზე  იჯდა  ახალგაზრდა  ქალ-ვაჟი,  რომლებიც  საკმაოდ  მორიდებულად  ექცეოდნენ  ერთმანეთს,  თვალები  სავსე  ჰქონდათ  დიდი  სითბოთი,  ჩანდა  გულგრილნი  არ  იყვნენ  ერთმანეთის  მიმართ.  მათ  ცოტა  ხანს  ისაუბრეს  დაბალ  ხმაზე,  შემდეგ  ადგნენ  და  წავიდნენ.
      იმდენად  მომხიბლველად  და  სასიამოვნოდ  გამოიყურებოდნენ  ისინი,  რომ  იქ  მყოფთ  თავი  დაამახსოვრეს,

      მშვენიერ  ჭაბუკს  ლაზათს  მატებდა  სხარტი  ტანი,  შავი  ხუჭუჭა  თმები,  ოდნავ  განიერი  მხარბეჭი,  ხორხიანი  მაღალი  ყელი,  ხორბლისფერი  კანი,  შავზღვასავით  მუქი  ლურჯი  თვალები,  ოდნავ  კეხიანი  არწივისებური  ცხვირი,  ვნებიანი  ტუჩები,  ლამაზი  ხელის  თითები  დროდადრო, ისე ორიგინალურად  გამოხატავდა  მის  სათქმელს,  რომ საუბრისას  გოგო  მონუსხულივით  შეჰყურებდა.  მისი  ვაჟკაცური,  მდგრადი,  ომახიანი  ხმის  ტემბრი,  ზოგჯერ  ხავერდი  რომ  შეეპარებოდა  ხოლმე,  მოქადაგე  ანგელოზს  ამსგავსებდა  მას,  უნებურად.  თუმცა  ხმადაბლა  ესაუბრებოდა  გოგოს  მთელი  ხნის  მანძილზე.
 
      დრო  გადიოდა.  შემოდგომას  ზამთარი  ეხიდებოდა,  დიდგულობდა,  მზეს  თვალს  არ  აშორებდა,  დროს  ნელა  წურავდა  და  გაზაფხულს  მკაცრი  თვალით  შეჰყურებდა.  მზე  კი  ეურჩებოდა, შეციებულ  ხეებს  ფეხებიდან  თითის  წვერებამდე  აჰყვებოდა  და  ჩაჰყვებოდა,  მანამ სანამ  არ  შეათბობდა,  მიძინებულ  გრძნობას  არ  გაუღვივებდა, სისხლძარღვებს  არ  გაუხსნიდა,  სიცოცხლის  შეგრძნებას  არ  გაუღვიძებდა.
 
    სკვერი  მუდმივად  სავსე  იყო  ხალისით.  პატარების  ჟრიამულიც  ძალიან  უხდებოდა  და  ავსებდა,  რაც    სასიამოვნოს  ხდიდა  იქაურობას  დიდებისთვისაც.

    ბაღში,  დიდი  ხის  ქვეშ  მდგარ  სკამს,  რომელზედაც  გოგობიჭი  იჯდა  რამოდენიმეჯერ,  თითქმის  არავინ  ეკარებოდა  მათი  მხილველი,  თითქოს  იმათთვის  განკუთვნილი  მუდმივი  მოსასვენებელი  ტახტრევანი  ყოფილიყო,  რომელიც  მხოლოდ  მათ  უნდა  დაემშვენებინა  და  მუდმივი  მოლოდინის  რეჯიმშიც  მათთვის  უნდა  ყოფილიყო.

        კვირა  დღე  იყო  მაისის,  ჩვეულებრივი,  ახლადგამოშლილ  ხეთა  ფოთლებს  საოცარი  ფერი  და  სურნელება  გამოჰყოლოდათ,  თითქოს  დედის  რძე  ჯერ  პირზე  არ  შეშრობოდათ.  ეს  სამყაროც  იმდენად  შეუცნობელი  და  გასათავისებელი  იყო  მათთვის,  რომ  თოთო  ხელებით  შეხებასაც  ვერ  ბედავდნენ,  ანდა  როგორ  უნდა  შეხებოდნენ,  თუნდაც  ამ  უცნაურს,  უფერო,  უგემო,  ჟანგბადით  გაჯერებულს  ჰაერსა,  რომელიც  ძალიან  სჭირდებოდათ,  კვებავდათ  და  აცოცხლებდათ.

        მალე  ბაღი  ახმაურდა  და  ბავშვების  ჟრიამულითაც  გამოცოცხლდა.
    უცებ,  ყველა  იმ  დიდ  ხეს  მიაჩერდა,    გოგო-ბიჭი  რომ  სტუმრობდა  რამოდენიმეჯერ.  თითქოს  წამით  ყველაფერი  გაირინდა.
    ხესთან  მდგარ  სკამს  უახლოვდებოდა  შავოსანი  ქალი  4-5  წლის  პატარა  და  ძალიან  მშვენიერ  ბიჭთან  ერთად.
    სკამთან  წუთით  შეყოვნდნენ,  ქალმა  მუხლი  მოიდრიკა,  სკამს  ხელით  მოეფერა  და ერთი  ძალიან  მუქი  წითელი  ვარდი  დადო  ზედ .  ატირებული  დედა-შვილი  ეხუტებოდნენ  ერთმანეთს  დდხანს.
  დედა  უყვებოდა  შვილს , რომ  მამას  პირველად  აქ  ამ  ბაღში,  ამ  სკამზე  შეხვდა.  აქ  დაიწყო  მათი  ცხოვრების  ულამაზესი  დღეები,  რომელმაც  მათი  სწრაფვა  ოჯახად  აქცია  და  უფალმა  კი  სიყვარულის  ნაყოფად  შვილი-ის  აჩუქა.

  პატარა  ბიჭი  წამოდგა.  დედას  თვალებში  ჩახედა  ღრმად,  ხელზე  პაწია  თითები  მაგდრად  შემოაჭდო  და  ჰკითხა:
    -დედიკო  სიმართლე  მითხარი:
  -მამა,  ისევ  ისე  გიყვარს,  როგორც  მაშინ,  როცა  აქ  ხვდებოდი?.
დედამ  თავი  დახარა.  უცებ  ცრემლების  წვეთები  დაეცა  ხელებზე.  ბავშვმა  აქეთ-იქით  მიმოიხედა,  თითქოს  ამოწმებდა  მარტო  იყვნენ  თუ  არა.

    ხალხი  მდუმარედ  შეჯგუფებულიყო.
  უცებ  პატარა  შავგვრემანი  ბიჭი  გამოეყო  მათ  და  ლამის  თავისოდენა  თაიგული    მიაწოდა    აცრემლებულ  ბიჭს  და  თან  ჩაეხუტა,  თითქოს  სამძიმარს  უცხადებდა  მას. 
  მათი  თვალები  ერთმანეთს შეხვდნენ.  თითქოს  კაცური  ნაპერწკლები  კიაფებდა  მათში. 

  ბიჭი  ენის  ბორძიკით  ალაპარაკდა.
-  იცი... მე..მე  გოდერძი  მქვია. დუმილი  მძიმდებოდა.
-არც  მე  მყავს  მამა..  გააგრძელა  საუბარი.
- ის  ანგელოზებმა  ფრთებით  უფალთან  წაიყვანეს,  რომ  იქიდან  დამიცვას, 
-მე  მას ყოველდღე  ვესაუბრები,  ვუყვები  ყველაფერს,  მინდა  ისეთი  ვიყო,  რომ  მამამ  ჩემით  იამაყოს  იქ.  ჩემი  მამიკო  გმირი  იყო  ის  ჩემს  თავისუფლებისათვის  იბრძოდა.  მეც  მინდა  ისეთივე  ვიყო  როგორც  ის, ამას  დედა  მასწავლის.  სულ  მამაზე  მესაუბრება.

    მე  დავითი  ვარ.-  პასუხობს  ბიჭიც.  მერე  ჩერდება,  დედისკებ  ტრიალდება  და  ეუბნება:
- დედა  ეს  გოდერძია,  მასაც  მამა  ზეციდან  უყურებს  ჩემსავით,  მამამისიც  მამასავით    გმირია.
  მასაც,  ღრუბლებიდან  უღიმის  მამა,  როცა  კარგად  იქცევა.  მასაც  უნდა  რომ  მამას  ჰგავდეს  და  ამაყობდნენ  მისით.

    დედა  სევდიან  თვალებიდან  ცრემლებს  ვეღარ  აკავებს  და  ორივეს  აკანკალებული  ხელებით  ეალერსება.

გმირები  არასოდეს  კვდებიან...

  შავ  ძაძებს  ზოგჯერ  იხდიან,  ზოგჯერ  არა.  თუმცა  რა  მნიშვნელობა  აქვს,  რა  ფერის  ტანისამოსს  ატარებს  ადამიანი,  როცა  სული  სიწმინდით  აქვს  სავსე  და  მისი  ერთგულებითაც  ამაყობენ.

  ტკივილი  ზოგჯერ,  ეკლიანი  მინდვრის  სამოსივითაა,  რომელიც  არც  ჭკნება,  არც  ბერდება  და  არც  ცვდება.  ისევე  როგორც,  ვალმოხდილი  გმირების  სულები  უზრუნველყოფენ  თავის  მომავალს.

ზოგჯერ,  ცაც  ტირის  წვიმის  ცრემლებით.

გადიოდა  წლები, აყვავდა  მრავალგზის  ვარდები,  ჩაიარა  ბევრმა  ზამთარმაც.

ბევრჯერ  გაფანტა  შემოდგომის  ქარებმაც  ულმობლად  ხეთა  ფერმიხდილი  ფოთლები.

დავითის    დედას  თვალები  აღარ  უბრწყინავდა.
ზამთარი,  მისი  გულიდან  თმებზე  გადანაწილდა.  ხანდახან  ოხვრა  აღმოხდებოდა  მძიმედ.  ამდროს,  ბაღში  ფოთლები  ეშვებოდნენ  ხეებიდან  შრიალით,  თითქოს  უთანაგრძნობდნენ და  იზიარებდნენ  მის ფარულ  დარდს.

  ეს  ბაღი  მიყვარს  ძალიან,  ჩიფჩიფებდა  თავისთვის  ღრმად  მოხუცებული  ქალბატონი, მას  ყურადღებას  უკვე  აღარავინ  აქცევდა,  ის  კი  გულმოდგინედ  უვლიდა  ბერი  ხის  ქვეშ  მდგარ  სკამს.

  ერთ  დღეს  ლონდონის  ბაღში,  მოხუცებული  ქალის  გვამი  წითელი  ვარდით  ხელში,  იპოვეს ხის  ქვეშ  მდგარ  სკამზე  დაკონებული.

წვიმდა,  ძალიან  წვიმდა,  ისე  უცნაურად,  გადაუღებლად.

და  წვიმა  ასველებდა  მის  გაყინულ  სხეულს.

როგორც,  ხშირად  თავად  ის,  გახუნებულ,  აბრეშუმის  თავსაფრის  კალთებს...........
ხშირად  კი,  საყვარელ  ბაღში  მდგარი  ხის  ქვეშ  დათავისებულ სკამს.

მაისის  ვარდებს,  ამბობენ  აპრილი  შობსო,  თურმე.........

რომელთაც  გარდაცვალების  შემდგომაც  სჩუქნიან  საყვარელ  ადამიანებს,  ხოლმე....
 
 
   
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები