ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2016


ძვირფასო, მოდი შევიკავოთ სუნთქვა მეასედ

ძვირფასო, მოდი შევიკავოთ სუნთქვა მეასედ,
დავზოგოთ ღმერთის ბოძებული მძიმე ჰაერი.
და მერე ისე, რომ გაიგონ მთელ ქვეყანაზე,
თუ როგორ გვიყვარს,გავაყოლოთ ცაში ფლაერებს
წარწერა: ,,ჩვენი სიყვარული არის მარადი”.
კი იცი, ქარი მერე როგორც აათამაშებს
და სათითაოდ ქალაქები მოიპარავენ,
გაცხადდებიან ეს ჭორებიც მთელ ქვეყანაში.
იტყვიან,როგორ შევიკავეთ სუნთქვა ენაზე,
რომ მერე გვეგრძნო უფრო მეტი მისი სიხშირე.
ახლა ეს გრძნობა მეტი არის აღმაფრენაზე,
უნდა გაკოცო, გთხოვ, ტუჩები გამომიშვირე.
შეხედე,
ქარი დირიჟორობს ორკესტრს კამერულ-
შემოდგომიდან გადატანილს შობის კვირაში-
სველი ფოთლების...
რა ძნელია ირუსთაველო,
ან შედარებაც ვის მოუვა თავის წინაშე
ასე უმწეო?..
მე მელნით ვწერ,გამცნობ კვირბებით,
სითბო არ მქონდა გასაცემი სხვისთვის ნასახი.
და, რა თქმა უნდა, ამის გამო გაგიკვირდებათ.
ისეთი ციცქნა იყავით, რომ შეძლეთ დასახლდით
პირდაპირ ცენტრში,ჩემი გულის შუა კოფოზე,
სადაც წყაროა დანარჩენი არტერიების...
მე ღმერთს ვუმადლი და პოეტურ მეტამორფოზებს,
დღეებს ,რომლებიც მარტო შენზე მაწერინებენ...

01.04.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები