ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: იუმორისტული
10 მარტი, 2016


ტრაინიკა

რა მისი ბრალი იყო, ასე რომ აიწოწა , არც რამე სხვანაირს ჭამდა, არც რამეს განსაკუთრებულს  სვამდა.
მაღალი მაღალს გააჩნია... "ნაუშნიკები" ჯიბეებიდან ყურამდე რომ აღარ მიწვდა, ბიჭებმა "ტრაინიკა" შეარქვეს.  .  .
( არც "შტეფსელა" და არც "ტარაპონკა" , იმენნა "ტრაინიკა"...)

გრძელი  იყო , ისეთი, თბილისში წაქცეული,  ქუთაისში რო ადგება.
დედამისი ბაზრობაზე მისთვის ჩუსტის საყიდლად  მისულა:
-  ბავშვისთვის მინდაო.
-  რამხელაა ბავშვი და რა  ზომაო? - უკითხავთ
-  14 წლისაა და  ასე 45 ზომისაო.
-  ქალბატონო, ეგ  თუ ბავშვია,  მე ევკალიპტის ხე ვარო.  .  .

ბოტასი ეცვა, ძირზე  "სოროკპასლედნიი " ზომა  ეწერა  და ჯინსი, სულ მუდამ წვივზე ამოკანჭალებული.
ყიდვიდან მუდამ სამ  კვირაში უპატარავდებოდა . .  .
მერე ჩიყვი აღმოაჩნდა, ფარისებრი ჯირკვალი სიმაღლეს ვერ გაყვაო...ერთხანს  წამლებზე დასვეს...
...და კალცი ბლომადო, ძვლის სტრუქტურაო თუ რაღაც...
ძველშუამთაში, სანთლის ასანთებად შესულმა ,  სამჯერ რომ  თავი მიარტყა  დაბალ ნიშას და  სამივეჯერ შუბლი გაიტეხა,
მეტად ეკლესიაში აღარც შესულა...
ფეხები გარეთ ეწყო სულ, საბანი  არ წვდებოდა...

გოგო შეუყვარდა, ნამეტნავად, ქამრის ბალთამდე წვდებოდა, ამოიღლიავებდა და ისე დადიოდნენ...
გოგოსაც უყვარდა, ალბათ ნამეტნავად.


  ყველაზე მეტად მაინც "ტრაინიკა" სწყინდა, იმენნა "ტრაინიკა"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები