ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
3 მარტი, 2016


ს ო კ ო

ქამა  სოკომ
უთხრა  შხამას:
ვერ  გპატიობ,
გეტყვი შხამვას.

შხამამ ჰკითხა: 
როგორ  ძმაო,
რად  გაბედე
მაგის  თქმაო?

გზა  მიჩვენე,
რა ვქნა  სხვაო?
არც  ენა მაქვს
და  არც  ხმაო.

სული  მეწვის,
გული  მტკივა
და  ცრემლები
ღვარად  მცვივა:

ზოგჯერ,  ჩემი
ხელის  ხლებაც,
სასიკვდილო
რომა  ხდება.

მე  ვთხოვ,  ყველას,
დატკბნენ  ცქერით,
არ  შემეხნენ,
არსად,  ხელით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები