ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: დრამატურგია
26 თებერვალი, 2016


გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

მოსამართლე:-M
-იხილება  საქმე  ბრალდებულისა  მთვარე  ზეციონისა.
-მას  ბრალად  ედება  მძიმე  კატეგორიის  დანაშაულთა  ჩადენა,  კერძოდ :
-ზეცაში  ყოფნა,
- სამხედრო  და  საავიაციო  ურიცხვი  ჯარების  შექმნა,  ვარსკვლავთა  სახით.
- დედამიწისათვის  სინათლის  მიწოდების  შეზღუდვა.  პერიოდულად.
-სიბნელით  ხელშეწყობა,  დამნაშავეთათვის ყველა კატეგორიის  დანაშაულის  ჩადენაში და  მათში  თამამონაწილეობა, 
-დანასაულის  დაფარვა-განუცხადებლობა.
რომელთაც  ითვალისწინებს  ზეციური  სამართლის  ნორმები.
დაცვის  მხარე:-გულიანა,  ჭა.
ბრალდების  მხარე:.N.

მხარეებს  ვთხოვთ,  წარმოადგინონ  თავისი  პოზიციები  კანონშესაბამისად.

ვთხოვთ  ბრალდების  მხარეს.

ბრალდების  მხარე :
-ჩვენს  მიერ  წარმოდგენილია  საქმეში  აღნიშნულ  დანაშაულებების  დამადასტურებელი  მთელი  რიგი  მტკიცებულებათა  ერთობლიობა,  ექსპერტიზის  დასკვნა,  თვითმხილველ  მოწმეთა  ჩვენებები,  რომლებითაც  დასტურდება  და  დგინდება  აღნიშნულ  დანაშაულთა  ნამდვილობა,  თუმცა  განსასჯელი  აქამდე  იყენებს  დუმილის  უფლებას,  ის  სისტემატიურად  მიმართავს  მიმალვის  ხერხს  დღე-ღამის  განმავლობაში  12  სთ-ზე  მეტ  ხანს  და  ზოგჯერ  მთელი  კვირეების  განმავლობაში,  იმყოფება  ისეთი  სიშორით  ჩვენგან  რომ  ვერ  ხერხდება  მისი  დაკავება  და  დაპატიმრება,  რაც  წარმოადგენს  კანონსაწინაააღმდეგო  ქმედობას,  არ  აღიარებს  დანაშაულს,  არ  სურს  დანაშაულზე  ხელის  აღება,  არ  ინანიებს,  რის  გამოც  მოვითხოვთ  დაისაჯოს  მომქმედი  კანონმდებლობის  მთელი  სიმკაცრით  და  მიესაჯოს  მუდმივი  პატიმრობა  მკაცრი  იზოლაციის  ადგილას.
- გთხოვთ  დააკმაყოფილოთ  ჩვენი  მოთხოვნა  სრულად  საფუძვლიანობის  გამო.
-გმადლობთ,  ყურადღებისათვის.

მოსამართლე,  მთვარეს:
-თქვენ  ბრალად  გედებათიმ  დანაშაულთა  ჩადენა,  რომელზედაც  აქ  ითქვა.
ცნობთ  თუ  არა თავს  დამნაშავედ.
მთვარე:
-დუმს.
მოსამათთლე,  მთვარეს:
თავისუფალი  თხრობა  გირჩევნიათ,  თუ,  კითხვები?
მთვარე:
- დუმს.
მოსამართლე, დაცვის  მხარეს:
-დაცვის  მხარე:
-კითხვები  ბატონო  მოსამართლე.
მოსამართლე,  მთვარეს:
-იმყოფებით  თუ  არა  მუდმივად  ზეცაში?
მთვარე:
-დუმს.
მოსამართლე,  დაცვის  მხარეს:
გთხოვთ,  თქვენ  მაინც  დააფიქსიროთ  თქვენი  პოზიცია;
დაცვ-ს  მხარე:
-არასათანადო  კითხვაა  ბატონო  მოსამართლევ,
ამავდროულად,  ვშუამდგომლობთ  სპეციალისტის-ასტროლოგის  მოწვევაზე  და  ექსპერტიზის  დანიშვნის  თაობაზე.
მოსამართლე:
-სასამართლომ  ადგილზე  თათბირით  დაადგინა,  რომ  არ  დაკმაყოფილდეს  დაცვის  მხარის  შუამდგომლობა.
დარბაზი;
-გვრგვინვის  მაგვარმა  ხმამ გადაურბინა  დარბაზს.  ვიღაცამ  წამოიძახა, რომ,  ეგ  ისედაც  ნათელია.
მოსამართლე:
-სიჩუმე  დარბაზში.
მოსამართლე,  მთვარეს:
-შეესაბამება  თუ  არა  სიმართლეს,  რომ ქმნით  სამხედრო  და  საავიაციო  ურიცხვ  ჯარს?
მთვარე:
-დუმს.
მოსამართლე,  მთვარეს:
-ტქვენ  აგრეთვე  ბრალად  გედებათ,  რომ  დედამიწელებს  პერიოდულად  სინათლეს  უზღუდავთ?
მთვარე:
-დუმს,  ამავდროულად  მკაცრად  გადახედავს  დაცვის  მხარეს.
მოსამართლე დაცვის  მხარეს:
თქვენი  პოზიცია,  ბატონებო.
დაცვის  მხარე:
დუმან  და თვალებში  შეჰყურებენ.  მთვარეს.
მოსამართლე:
-თქვენ  აგრეთვე  ბრალად  გედებათ,  დამნაშავეებისათვის  სიბნელით  დანაშაულის  ჩადენაში  ხელის  შეწყობა,  დანაშაულის  დაფარვა-განუცხადებლობა  და  მასში  თანამონაწილეობა.
-ცნობთ  ამ  ნაწილში  თავს  დამნაშავედ?
მთვარე:
-დუმს  კვლავ  და  დაცვას შუბლს  უკრავს.
მოსამართლე  დაცვის  მხარეს:
გთხოვთ  წარმოადგინოთ  პოზიცია.
დაცვის  მხარე:
-დუმს  მთვარისათვის  თვალისმოუცილებლად.

განსასჯელს  ვთხოვთ  საბოლოო  სიყვის  წარმოთქმას.

განსასჯელი  კვლავ  დუმს.

დაცვის  მხარეს  ვთხოვთ,  წარმოადგინონ  თავისი  მოსაზრებანი.

დაცვის  მხარე :  გულიანა,  ჭა.
-დაცვის  მხარემ  გადახედა  რა  მთვარეს  , ხელის  ჟესტიკულაციით  უარი  განაცხადა  დაცვის  კანონშესაბამის  ფუნქციის  განხორციელებაზე.

მოსამართლე :

-სასსამართლო  გადის  განაჩენის გამოსატანად,  რაზედაც  ცხადდება  შესვენება.

შესვენებაზე  იკითხება  საოცრად  ლამაზი  სახოტბო  და  სასმიჯნურო  ლექსები,  მთვარიასა  და შეფარულად,  მოსამართლის  მიმართ.
გამომსვლელები  აცრემლებული თვალებით  ცვლიან  ერთმანეთს.
სასამარტლო  დარბაზი,  პოეზიის  საღამოს  დაემსგავსა  და  მთვარესაც  მშვიდად  ჩაეძინა.

მოსამართლე :
-ცხადდება  დადგენილება  სასამართლოში  განსახილველ  საქმეძე.

დარბაზი  დაიძაბა,  სიჩუმე  გამეფდა.
ვიღაცას კვნესა  აღმოხდა.
დამსწრე  საზოგადოება  აჩოჩქოლდა, 
ცისკარი  მოსწყდა  ადგილს,  წაბორძიკდა,  წაიქცა  და  გაუჩინარდა.
გაისმა  სასწრაფოს  სირენების  ხმაც,  მაგრამ...  დააგვიანა.......

-სასამართლომ

                                                                    დ  ა  ა  დ  გ  ი  ნ  ა 




  - დაკმაყოფილდეს  ბრალდების  მხარის  მოთხოვნა,

  - ვინაიდან,  ბრალდებულმა  არ  აღიარა დანაშაული,  არ  ნანობს,  მიმალვაშია  უმეტესად  და  აგრეთვე,
  -  დაცვის  მხარემ,  არ  განახორციელა  მასზე  შესაბამისი  უფლებრივი დაცვა,  არ  წარმოადგინა  სათანადო  მტკიცებულებანი  განსასჯელის  გასანთავისუფლებლად,  ბრალის  უარსაყოფად,  ან  მის  შესამსუბუქებლად. 

    აღნიშნულიდან  გამომდინარე,  მიესაჯოს  განსასჯელ-მთვარე  ზეციონს,  მუდმივი  პატიმრობა  ადგილზე  მოხდით,  რომელზედაც  დაწესდება  მუდმივი  მეთვალყურეობა,  რათა  უზრუნველყოფილ  იქნეს  მისი  მხრიდან  დედამიწისათვის  სინათლის  მიწოდება  სისტემატიურად,    განსაზღვრული  დროით  დღე-ღამის  განმავლობაში.  რათა  აღკვეთილ  იქნეს  როგორც  მისი,  ასევე  სხვა  დამნაშავეების  მხრიდანაც,  ყველა  კატეგორიის  დანაშაულის  ჩადენა

  სასამართლო  დადგენილება  არ  საჩივრდება  და  იგი  ძალაში  შედის  გამოცხადებისთანავე,  მომქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად.

სხდომა  დამთავრებულია.  გმადლობთ,  კარგად  ბრძანდებოდეთ.

დარბაზი:
აჩოჩქოლდა,  აირია  გაუსაძლის  ხმაურში  ყველაფერი,  უცებ  სიჩუმე  ჩამოვარდა,  იკითხება  სულში  ჩამწვდომი  სახოტბო  ლექსები  მთვარის  მიმართ. გულიანასა  და  ჭის  ავტორობით  და  სხვათა  და  სხვათა,  მოსამართლის  თანხმობით .


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები