ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: იუმორისტული
23 აპრილი, 2016


გურული *ფ ა ტ ი ე ლ ა * *

გურიის  ერთ-ერთ  მშვენიერ  სოფელში დაიბადა  აი  პელაგიე .
მშობლების  ნუგეშას  აფერს  არ  აკლებდნენ  აი  ფატიე  და  ჯუმბერიე.
ყოლიფერს  კას  აცმოვდენ,  კას  აჭმუვდენ  და    უვლიდნენ  აი  დედისერთა  ცას,
იმფერად  კას,  რომე.  გადეირია  სამეზობლო  თლათ. 
  ემატებოდა  ასაკი  აი  ბაღანეს  და მშვენდებოდა  ყოლისფერობამდე,
იმფერად  დამშვენდა,  იმფერად  ეითქვირა, რომე  დედ-მამას  შეხედვაიც  კი  ეხამუშებოდენ.

შეუყვარდა  აი  ციცას  ერთი  ყაზირალი.
  გეიარ-გამეიარა  და  ბოლოსკეს  აახლა  ოჯახს,
- აი  ბიჭი  შემიყვარდა  და  ცოლად  უნდა  გავყვეო.  დეიღმიჯა  აი  პელაგიე  სატირლად.  ვეფერს  გახდა  აი  ნენა.  შეიცხადეს  ფატიემ  და  ჯუმბერიემ. 
- აი  რა  შენი  მოსარგოა,  შე  მოსასპობელო,  უკეთესი  ვერ  ნახეო?
- რეიზა  გვიფსობ  თვალებსო..
- ამიზა  ვიკლავდით თავს  და  აფერს  არ  გაკლებდითო?
    - ააგდო  ქვაი  და  შეუშვირა  თავი  ფატიელას  ციცამ:
-  არა და  არა, აი  ქვეყნად  ყოლისფერს  მირჩევნიაო. იჩუნჩებოდა  პელაგიე,  მოურიდებლასდ.
ერთ  დღესაც  აიღო  აი  პელაგიემ,  რაცხა  თავისი  გააჩნდა,  გამოკრა  ფუტაში  ,  ჩაჰკიდა  ხელი  მოწონებულ  ყაზირალს  და  გაუჩინარდენ.
დაღონდა  ფატიე  დღედაღამ  ჩივოდა-აი რა  ვქენი  ჯუმბერიე,  შე  აბდალა  რეიზა  აფერი  მითხარიოო.  იცემდა  თავში  ხელებს,  რაფერც  ჯუმბერიას  წაჰკიდებდა  სამე  თვალს.  ეითვალწუნა  თლათ  აი  ჯუმბერიე,  საცხა  თვალს  მოჰკრვიდა  იქინე  გაჩნდებოდა  მისი  წყევლა-კრულვით.  თლა  ეიანცა  აი  ყაზახი,  ადგა  ჯუმბერიე  და  საზროხეში გადაბარგდა,  სხვაი  რაღა  უნდა  ექნა,  ხომ არ მიატიებდა  აი  მოშენებულ  სახლ-კარს.
ერთხელაც იჯდა  აი  ფატიელა  მარტო  ცახლის  პირას  და  გულამოსკვნით  მოსთქვამდა  და  ცრემლავდა  იქოურობას,  ელანძე  გაჩერდა,  ცრემლები  მეიმშრალა,  წამოდგა  ჩქარად, მივიდა  საცხა  აი  საგარეო  ტანისამოსი ელაგა  და  გაჩქარებით  დეიწყა  ჩაცმაი.  გამევიდა  გარეთ,  წამოავლო  ხელი  მოზრდილ  ჯოხს, თავსაფარი  შეისწორა,  ერთი  უკან  მეიხედა  კიდო  სახლკარისკენ,  რაცხსა  ჩეილაპარაკა  გაუგებრად და აჩქარებული  ნაბიჯით  გეეცალა  იქოურობას  ერი  მინუტში,  უშნოდ  მიარონიებდა  ჯოხსაც  თან  იმეორებდა:ა:
-, ნენა  ახლა  დროია  რაცხა  მეიფიქრო    შენებურად და  იმფერი  ქნა,  ჯუმბერიე  პირიდან  ამეხვიდეოო.. 
გეიკითხ-გამეიკითხა  და  მიაგნო  აი  ციცას, 
მიირბინა  აცრემლებულმა აი  ციცასთან,  სთხუა:
-  დაბრუნდი  ნენა,  დარდისაგან  აფერი  აღარ  მინდებიენ, მომსპო  აი  მამაშენმაცო. ეიჩემა  შენი  ბრალია  აი  ბაღანე  აქანე  რომე  აღარ  მოდისო.
პელაგიემ  აფერი  არ  უთხრა,  ხმაიც  არ  გოუღია.
ადგა  პაწა  ხანში  ფატიე,  დაემშვიდობა  სიძის  მოსვლამდე    აი  ბაღანეს  და  გამევიდა  მისიდან.
მიაკვლია  გაჭვირვებით  აი  ავტობუსს,  ჩაჯდა შით  და  დეიწყო  მოყოლაი:
-  ამფერი  და  იმფერი  სიძე  მყავს,  ამფერი  და  იმფერი  ქალიშვილიო,  ეიანცა  ყოლიფერი,  გაუგრძელდა  გზაიც,  მეიღალა  ლაპარეკითაც  და  მძროლს  ჰკითხა;
-  ნენა  მალე  მივალთ  აი  ნასამხრალშიო?
- მძღოლი  შედგა ამის  გაგონებაზედ და  ეუბნება;
-კი  ნენა  პაწა ხანში  უკვე  წითელმთაიში  ვიქნებითო,-გეეპასუხენ  მძღოლმა. 
-რაიო,  წითელმთაიო... 
-პაწა  ხანშიო..... 
-იკივლა  ფატიემ  და  რა  იკივლა.
-აი  რა  მიქენი  შე  მოსასპობელო,  რეიზა დამაფსე,  რა  ვქნა  ახლა  მეოო.  არ  ჩამოვალ  აქედგან,  მანამ  არ  მიმიყვან  სახლშიო. 
ატყდა  ერთი  ამბავი  მგზავრებში,  ეცნენ  აი  ფატიეს  და  გემრიელად  მიზვეპეს და  ძირშიც  ჩამოსვეს.
დაღონდა  ფატიე.  რა  უთხრას  ფიქრობს,  აი  აბდალა  ჯუმბერიეს  ახლა.  ანდა  სახლამდე  რაფერ  წევიდეს.
იფიქრა  იფიქრა  და  გამეიძახა  პატრული,  უჭრიდენ გონება  გურულ  ქალს  სათავიდოდ,  აბა,  თავს  ხომ  არ  გეიაბდლებდა  ისედაც  დაზარალებული  და შეურაცხყოფილი.
მევიდა  კაი  ხნის  შემდეგ  აი პატრული.
მეისაწყლა  ფატიემ  თავი.  აი  პატრულის  დანახვისას,
- უთხრა  ნენა ევიბენი, დამეხმარეთ  რაცხა, სახლში  მივდივარ  წითელმთაიშიო    და  არ  ვიცი  სა  არის,  თან  შეღამებულიც  არის,  საცხა  მგლები  გამპუტავენ  რო  შემხვდენოო...
  ჩასვა პატრულმა  აი  ფატიე  და  სახში  ეიყვანეს  სწავლებ-სწავლებით.... 
ჩამოსვეს  აი  ფატიე  მაშვინიდან  პატრულელებმა  და  ემშვიდობებიან,  ფატიე  კი  ეპატიჟება  თავგადაკლული:
- მობრძანდით  ნენა,  აი  გუშღამდელი  ლობიე  მაქვენ,  მოით  გიმასპინძლებთო.  რას  ჩქარობთო.
პატრულის  თანამშრომლებმა  ერთმანეთს  გადახედეს და  ერთ-ერთი  ეუბნება.
-ბებიე  მადლობა,  აბა  მწვადზე  შენ  არ  დაგვპატიჟებ  და  მაგ  ლობიეთი  სახლშიც  ღრჯაი  გვაქვს  ამოსული  ყელშიო  და  წევიდნენ.
  მეორე  დღეს  ეახნენ  ქალ-სიძე  ფატიეს  და  დარჩნენ  მათთან.
აი  სიძვე  მშრომელი  ყაზირალი გამოდგა,  მომჭირნე  და  ძუნწი,  თავის  ნაშრომს  ჭუჭკავდა  თავისთვის  და  სიდედრ-სიმავრის  კმყოფაზე  იყვნენ  ყოლისფერობამდეე... 
გავიდა  დროი.
  გარდაიცვალა  სივმავრი,  შემდეგ  დედამთილიც  მიყვა ზედე. .
მეორის  დანახვაზე  გაახსენდა  სიძვეს  პირველი  შეხვედრა  დედავმთილთან(როგორც  გურულები  ეძახიან  სიდედრს)  მარა  რა  მაგის  დროიაო,  პაწა  შეიკავა  თავი  კიდო..
დაიწყო  სიარული  სიდედრის  ჩასასვენებელსა  და სასახლეზე.
ნახა  ერთი და  იკითხა  ფასიც.
- დეიწუნა,  აი  ფასი  ეძვირენ,
ნახა  მეორე, კიდო  დეიწუნა,  კიდო  ეძვირენ.
  ნახა  მეათე,  ნახევრად  მოჩორკნილი  და  იკითხა  ფასი. 
ძალიან  იაფი  დაუფასეს,  მისი  ხარისხიდან  გამომდინარე,  გახარებული  სიძე    შეხტა  და  შემოტრიალდა.  თან  გაუთავებლად  ყვიროდა:
-ა  კაცი,  ბიჭოოო!, 
- ა, კუბო  ბიჭოოო,
- ა  კაცი  ა კუბო,
- ა  კაცი,  ა კუბოო. 
შეშინდა  მეკუბოვე  და  გაიქცა,  იფიქრა  ცუდად  არი  ნაღდად  ჩემი  საქმეო.
ფატიეს  სიძვემ  იქვე  დააგდო  35  მანათი  , მოიგდო  კუბო  კისერზე, თავსახურა  ქვეშ  მეიქცია  და  მიდის  შუა  სოფელზე.. 
-დეინახა  ვინცხა  წინიდან  მომავალმა  მალაზონმა,  არ უჯერებს  თვალებს,  უცებ  მოსწყდა  ადგილს,  მირბის  და  თან  ყვირის  უკანასკნელ  ხმაიზედ:
- მიშველეთ  მიცვალებული  მომდევსოო... 
შეიყარა  სოფელი  და  ყველა  გარბის  კუბომოკიდებული  კაცის  წინ. 
მიუახლოვდა სახლს  და  ჭიშკართან  დაისვენა  სიძემ.
შეიტანა  აი  ყოლიფერი  სახლში,  პაწა  ამეისუნთქა.
წამოხტა  უცებ  ყოჩაღად,  ეცა  გაციებულ  დედავმთილს  და  უკრა  თავი სასახლეში  და    ხედავს,  რომ  არ  ეტევა  კუბოში. 
პაწა  ეკლდა  რომ  ჩატეულიყო. 
მიდგა-მოდგა  სიძვე  და  ეუბნება  ცოლს:
- -აი  კუბო,  ჯერ  ძლივს  ვიშუე,  ახლა  რა ვქნათ,  რაცხა  უნდა  მევიფიქროთო. 
იფიქრა,  იფიქრა  სიძვემ  და  თქვა:
-  მოდი  პელაგიე  დედაშენს,  აი  ქუსლიანი  ტუფლები  წაჰყარე  ფეხებიდან,  იქნებ  გვეშველონ  ჩვენც  და  მაგისაცო.
- ოჰ,  მაგის  რაფერ  ვიზამ,  გინდა  მომკალი.  ნენას  ფეშიშხველს  რავა  დევტიებ,  რაფერ  გოუშვებ  უკანასკნელ  სამყოფელშიო,  იქ  ყველა ფეხსაცმონით  მიდიენ,  მაგიმ  რაი  დააშავაოოო....
-მერე იქინე  რა  ეშვოლება,  რაფერ  ივლისოო...  წაუტირა  ყასითად  ქმარზე  შეყვარებულმა  ცოლმა  და  თან  თვალით  რაცხა  მიანიშნაა.  ნენაა..
ეცა  სიძე    მიცვალებულს,  გაძრო  აი  ქალიშვილობინდელი  ქუსლიანი  ტუფლები,  და  კარგადაც  მოათავსა  სამუდამო  სასახლეში. 
მეისვენა  კიდოც,  აი  სამივე  გაჭვირვებულმა.
შეუქო  გამჭრიახობა  ცოლმა  ქმარს  და  მალე  მიაბარეს მიწას  დატანჯული  ნენა,  დეიტირეს  უკანასკნელადაც,
რაია  მერე,  წესი,  წესია თვარაა,  რაცხა  იყო,  იყო,  აბა  მაღლა  ხომ  არ  დატიებდნენ,  მერე....
  ფატიემაც  ხომ  გამეიყენა  აი  პატრული  გონიერად  ერთი  ცახა  და სიკტილამდეც  ამაყობდა  ამით....
წეიღო  თქვენი  ჭირი  ფატიელამაც  უფეხსამოსოდ,  გევიდა  გაღმა,  მარილზე..  დარჩენ  ზემოთ  უპატრონოდ  ფატიეს  ფეხსამოსები,  მერე  რაფერ  უფთხილდებოდა  აი  ნაქორწილევ  ფეხსამოსებს.
  მარა  მოჭამენ  ჭირი,  დეიჯღანენ  პაწა  ხანში  და  ღელეშიც  მოადინეს  ზღართანი...
ასეა  ცხოვრება,  რას  იზავ..  ვეფერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები