ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედა ჭინჭარაული
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2016


შენს სამეფოში

ზღვის სამეფოში მეფეები ზღვის ფერებია
შენი თვალებიც ამ მეფეებს დახფერებია
მთავარი ფერი,შენი თმები,ოქროსფერია
შესაფერისი,მას სადარი არაფერი აქვს
აქ უძლური ვარ,შენი ტრფობა ვერ ვიადვილე
მაგ თვალებს ვეძებ,და მაგ თმების ვარ მონადირე
ერთადერთი ხარ, ვის თვალებშიც ფერები მეფობს
მაგ თმებით ჩემიც ფერადდება ეს სინამდვილე
ზღვის სამეფოში სივრცეები უკიდეგანო.
გაოქროსფრებულ სხივებს კარგავს მოცისნაპირეს
შენს სამეფოში უძლური მცან,უსივრცეგანო
ლექსების გარდა რო ვერაფრით მოგინადირე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები