ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2016


შიში (ციკლიდან "ღამე")

შუაღამეა...
საშინელი ეს მარტი ავი
დაძრწის ქუჩებში...-
მარტოსულებს დაეძებს ქარი.
წივილზე ქარის...-მეყინება ძარღვებში სისხლი,
ჩემი დღეს მარტო დატოვება,
რისკია, რისკი!...
ამაღამ მაინც ნუ დამტოვებ!
ჭრიალებს კარი...
ამაღამ, მაინც!...
-მარტოსულებს დაეძებს ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები