სიყვარული განშორებაზე ძლიერია, მაგრამ განშორება სიყვარულზე ხანგრძლივია. ი. ბროდსკი
რაც შენ წახვედი შვიდი თოვლი გადაიტანა ბათუმმა და მეც ლექსის წერა ამომეჩემა, დღეს ჩავუარე ჩემო კახა, სახლს საიდანაც, - ქრიზანთემები გამოჰქონდა კაბით ჩეჩენ ქალს,
ჩვენ მივყვებოდით ქუჩა-ქუჩა, ეზო ეზო და ვტკბებოდით მისი სილამაზით... მახსოვს ასევე იმ პირტიტველა ჯარისკაცს რომ ჩუმად ხვდებოდა, ორ თვის შემდეგ გალიდან რომ ჩამოასვენეს
და მაშინ მივხვდით თუ რა იყო ომი, სიკვდილი და მაშინ დავრჩით მარტოდ-მარტო მრავალ ნიღაბთან და ის წავიდა ქალაქიდან სწორედ იმ დილით, როდესაც მისი სიყვარული ჩვენ შეგვიყვარდა
და გამახსენდა სიყვარულშიც როგორ მოგვბაძეს, როგორ გვეძახდნენ ძმადნაფიცებს, ძმობაუკვდავებს!...
(წეღან კი მტვერი, დადებული - მეგობრობაზე, შენს ფოტოებთან ჭიქა ღვინით მოვასუფთავე)
ვიგონებ როგორ ვიზრდებოდით ფრანტად, დენდებად, როგორ ვეტფროდით ჭკვიან ქალებს, ლაღებს, გამომწვევს... დღეს იმ კაცს ვგავარ არავის რომ არ ახსენდება, თუმც ყოველ დილით საფოსტო ყუთს მაინც ამოწმებს.
მე შევიცვალე! დაჟინებით, გაუბედავად! და აღარ მიკვირს დამიჯერე რაც კი მიკვირდა, ბოლო წუთამდე ფაქტია რომ ყველა ერთად ვართ, ბოლოს კი მაინც მარტო ვრჩებით თურმე სიკვდილთან...
რაც შენ წახვედი შვიდი თოვლი გადაიტანა ბათუმმა და მეც ლექსის წერა ამომეჩემა, დღეს ჩავუარე ჩემო კახა, სახლს საიდანაც, - ქრიზანთემები გამოჰქონდა ერთ დროს ჩეჩენ ქალს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
30. ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: რ_____ო_____ი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
29. ყოჩაღ!! (სამწუხაროა 2 ქულის მეტს ვერ ვწერ) ყოჩაღ!! (სამწუხაროა 2 ქულის მეტს ვერ ვწერ)
28. ასე ძლიერ, მინდა გითხრათ როი რომ არცერთი ურაკელი თუ არაურაკელი ლექსი არ მომწონებია ამ ბოლო დროს! მერამდენედ ვკითხულობ უკვე ვეღარ გეტყვით და რაც პირველ ჯერზე ვერ მივხვდი კარგად, ყოველ მომდევნო ჩაკითხვისას ვხვდებოდი უკეთ. ეს ლექსი კი არ, მოთხხრობაა სიმღერად თქმული, ლამაზ ჰანგებზე შეხამებულ-გადმორითმული, ოქტომბრის ზღვის მიქცევის და მოქცევის ტაქტებზე აწყობილი! ასე ძლიერ, მინდა გითხრათ როი რომ არცერთი ურაკელი თუ არაურაკელი ლექსი არ მომწონებია ამ ბოლო დროს! მერამდენედ ვკითხულობ უკვე ვეღარ გეტყვით და რაც პირველ ჯერზე ვერ მივხვდი კარგად, ყოველ მომდევნო ჩაკითხვისას ვხვდებოდი უკეთ. ეს ლექსი კი არ, მოთხხრობაა სიმღერად თქმული, ლამაზ ჰანგებზე შეხამებულ-გადმორითმული, ოქტომბრის ზღვის მიქცევის და მოქცევის ტაქტებზე აწყობილი!
27. (წეღან კი მტვერი, დადებული - მეგობრობაზე, შენს ფოტოებთან ჭიქა ღვინით მოვასუფთავე)
ვიგონებ როგორ ვიზრდებოდით ფრანტად, დენდებად, როგორ ვეტფროდით ჭკვიან ქალებს, ლაღებს, გამომწვევს... დღეს იმ კაცს ვგავარ არავის რომ არ ახსენდება, თუმც ყოველ დილით საფოსტო ყუთს მაინც ამოწმებს.
საოცარი ლექსია (წეღან კი მტვერი, დადებული - მეგობრობაზე, შენს ფოტოებთან ჭიქა ღვინით მოვასუფთავე)
ვიგონებ როგორ ვიზრდებოდით ფრანტად, დენდებად, როგორ ვეტფროდით ჭკვიან ქალებს, ლაღებს, გამომწვევს... დღეს იმ კაცს ვგავარ არავის რომ არ ახსენდება, თუმც ყოველ დილით საფოსტო ყუთს მაინც ამოწმებს.
საოცარი ლექსია
25. დიდი მადლობა, ბევრს ნიშნავს თქვენი შეფასება ჩემთვის. დიდი მადლობა, ბევრს ნიშნავს თქვენი შეფასება ჩემთვის.
24. ნიჭიერო, ქართული პოეზიის მომავალზე ფიქრისას შენ ყველაზე მეტად მეიმედები. ნიჭიერო, ქართული პოეზიის მომავალზე ფიქრისას შენ ყველაზე მეტად მეიმედები.
23. დღეს იმ კაცს ვგავარ არავის რომ არ ახსენდება, თუმც ყოველ დილით საფოსტო ყუთს მაინც ამოწმებს.------
ახლო იყო ახლო ... ^^
დღეს იმ კაცს ვგავარ არავის რომ არ ახსენდება, თუმც ყოველ დილით საფოსტო ყუთს მაინც ამოწმებს.------
ახლო იყო ახლო ... ^^
20. მე არავის ვექომეაგები:)))))))))))))
მითუმეტეს უცნობ კაცს:)))
მაგრამ ზოგადად უაზრო იაზვობა არ მიყვარს:))))
თვალის ჩაკვრის სმაილი თუ როგორც წერენ რავი მე არავის ვექომეაგები:)))))))))))))
მითუმეტეს უცნობ კაცს:)))
მაგრამ ზოგადად უაზრო იაზვობა არ მიყვარს:))))
თვალის ჩაკვრის სმაილი თუ როგორც წერენ რავი
18. 10. გეგა,შენ ძალიან ვერლიბრისტო :D
ჯერ ერთი კონვენცია ყველა ერთმანეთს არ გავს (ნუ შენ ვის კითხულობ არვიცი)
და მეორე, ეს ლექსი რომ ძალიან მაგარია,ამას შენი პატივსაცემი მოწონების გარეშეც (მე პირადად) ვხვდები :D ბიჭი ხულიგნების ქუჩიდან. 2016-03-01 21:26:32
როდის მერე ჭირდება როინს შენი გამოქომაგება ? მე მომეწონა ეს ლექსითქო დავწერე, მაგარი არ არის ;) :** 10. გეგა,შენ ძალიან ვერლიბრისტო :D
ჯერ ერთი კონვენცია ყველა ერთმანეთს არ გავს (ნუ შენ ვის კითხულობ არვიცი)
და მეორე, ეს ლექსი რომ ძალიან მაგარია,ამას შენი პატივსაცემი მოწონების გარეშეც (მე პირადად) ვხვდები :D ბიჭი ხულიგნების ქუჩიდან. 2016-03-01 21:26:32
როდის მერე ჭირდება როინს შენი გამოქომაგება ? მე მომეწონა ეს ლექსითქო დავწერე, მაგარი არ არის ;) :**
17. რ_____ო_____ი
შეიძლება რა თქმა უნდა კაბაზე მიჩითული ქრიზანთემები "გამოიტანო" სახლიდან ნამდვილი ქრიზანთემებივით და უფრო ნამდვილი იყოს, ვიდრე "მართლა ნამდვილი. " ან, კაბაზე მიხატულმა მზესავით მოგიზგიზე ქრიზანთემებმა თვითონ გამოგიყვანონ სახლიდან. ლამაზი კაბა რომ აცვია ქალს, სახლში რა გააჩერებს? :) წავა და ჩუმად შეხვდება იმ პირტიტველა ჯარისკაცს.. :)
მშვენიერი ლექსია, გულზე წვდება ადამიანს, როგორც ყველა შენი ლექსი. უყვარხარ ახალგაზრდობას, უყვარხარ ხალხს და უყვარხარ აქაურებს... (მეც). :)
რ_____ო_____ი

16. ცუქრიზანთემები კაბაზე, დიახ. ნუთუ ასე გაუგებრად წერია და კაბას არ შეიძლება ეხატოს ქრიზანთემები? ცუქრიზანთემები კაბაზე, დიახ. ნუთუ ასე გაუგებრად წერია და კაბას არ შეიძლება ეხატოს ქრიზანთემები?
15. ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ლექების კითხვა როი...:-* 555 ერთი დიდი სიამოვნებაა შენი ლექების კითხვა როი...:-* 555
14. მშვენიერი ლექსია. თავის ქრიზანთემებიანად. ზამთრის ყვავილია ქრიზანთემა, მზის სითბო ჩაგუბებული. ლექსიც ასეთია სიყვარულ-ჩაგუბებული.
მშვენიერი ლექსია. თავის ქრიზანთემებიანად. ზამთრის ყვავილია ქრიზანთემა, მზის სითბო ჩაგუბებული. ლექსიც ასეთია სიყვარულ-ჩაგუბებული.
13. ეს ლექსი მახსოვს ფეისბუქიდან... დღეს დაწერილია ეს ლექსი? არა,გადაწერა არ მიკადრებია. უბრალოდ აქ არ ყოფილა გამოქვეყნებული. ავტორი თქვენ ხართ და თუ ეს ლექსი დღეს დაიწერა, მაშინ მე რაღაც ავურიე. (არადა რა კარგად მახსოვს :)
ქრიზანთემები კაბაზე ?
ხო, აი ეგ ვერ გავიგე და მაპატიეთ ახლა ეს გაუგებრობა.
ეს ლექსი მახსოვს ფეისბუქიდან... დღეს დაწერილია ეს ლექსი? არა,გადაწერა არ მიკადრებია. უბრალოდ აქ არ ყოფილა გამოქვეყნებული. ავტორი თქვენ ხართ და თუ ეს ლექსი დღეს დაიწერა, მაშინ მე რაღაც ავურიე. (არადა რა კარგად მახსოვს :)
ქრიზანთემები კაბაზე ?
ხო, აი ეგ ვერ გავიგე და მაპატიეთ ახლა ეს გაუგებრობა.
12. მარივ, საიდან გახსოვს ეს ლექსი საინტერესოა, ალბათ გადავწერე ვინმესგან და ამიხილეთ თვალები, რომ პლაგიატი ვარ. ქალს ეცვა ყვავიულებიანი კაბა, დიდად არ მახსოვს ახლა ქრიზანთემები იყო თუ გვირილები, მაგრამ მე ასე მინდა! - რომ ქრიზანთემები იყო და ვინმე თუ პრობლემა აქვს შეუძლია წარმოიდგინოს ვარდი. მოკლედ, მადლობა, დაჯექი ;-) მარივ, საიდან გახსოვს ეს ლექსი საინტერესოა, ალბათ გადავწერე ვინმესგან და ამიხილეთ თვალები, რომ პლაგიატი ვარ. ქალს ეცვა ყვავიულებიანი კაბა, დიდად არ მახსოვს ახლა ქრიზანთემები იყო თუ გვირილები, მაგრამ მე ასე მინდა! - რომ ქრიზანთემები იყო და ვინმე თუ პრობლემა აქვს შეუძლია წარმოიდგინოს ვარდი. მოკლედ, მადლობა, დაჯექი ;-)
11. "მამენტ" ავტორმა თუ არ იგრძნო თავი კარგად,აბა ვისთვის დაწერს :დ
ჰოო,წერა კი მართლა ეხერხება და არა მარტო ასეთების :))))))) "მამენტ" ავტორმა თუ არ იგრძნო თავი კარგად,აბა ვისთვის დაწერს :დ
ჰოო,წერა კი მართლა ეხერხება და არა მარტო ასეთების :)))))))
10. გეგა,შენ ძალიან ვერლიბრისტო :D
ჯერ ერთი კონვენცია ყველა ერთმანეთს არ გავს (ნუ შენ ვის კითხულობ არვიცი)
და მეორე, ეს ლექსი რომ ძალიან მაგარია,ამას შენი პატივსაცემი მოწონების გარეშეც (მე პირადად) ვხვდები :D გეგა,შენ ძალიან ვერლიბრისტო :D
ჯერ ერთი კონვენცია ყველა ერთმანეთს არ გავს (ნუ შენ ვის კითხულობ არვიცი)
და მეორე, ეს ლექსი რომ ძალიან მაგარია,ამას შენი პატივსაცემი მოწონების გარეშეც (მე პირადად) ვხვდები :D
9. ეს ლექსი მახსოვს, ძველია კითხვა მაქვს ჩეჩენი ქალის ქრიზანთემები რა შუაშია?
ეს ლექსი მახსოვს, ძველია კითხვა მაქვს ჩეჩენი ქალის ქრიზანთემები რა შუაშია?
8. საუკეთესო ლექსია რაც კი ამ საიტზე წამიკითხავს. საუკეთესო ლექსია რაც კი ამ საიტზე წამიკითხავს.
7. ძმობაუკვდავებს? :)
ასეთი სტილის (სენტიმენტალურ) ლექსებში ვფიქრობ კარგად გრძნობს ავტორი თავს.. :)) ესეთების წერა კი ნამდვილად ეხერხება...
მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია დღეს ყველა ერთმანეთს გავს , ეს მომეწონა ... )) ძმობაუკვდავებს? :)
ასეთი სტილის (სენტიმენტალურ) ლექსებში ვფიქრობ კარგად გრძნობს ავტორი თავს.. :)) ესეთების წერა კი ნამდვილად ეხერხება...
მიუხედავად იმისა, რომ კონვენცია დღეს ყველა ერთმანეთს გავს , ეს მომეწონა ... ))
6. მახსოვს და მიყვარს ეს ლექსი. მახსოვს და მიყვარს ეს ლექსი.
5. ფორმაში ხარ! 5 ფორმაში ხარ! 5
4. მემორიალური ჟანრის კორიფე ხარ, ბრავო! მემორიალური ჟანრის კორიფე ხარ, ბრავო!
3. სევდიანი ბალადა, თაობის სათქმელი...
სევდიანი ბალადა, თაობის სათქმელი...
2. ასეთ ლექსს რო წავიკითხავ,წერის სურვილი მიქრება და კარგი მკითხველების რიგებს მინდა შევუერთდე.
საოცარი ლექსია! ასეთ ლექსს რო წავიკითხავ,წერის სურვილი მიქრება და კარგი მკითხველების რიგებს მინდა შევუერთდე.
საოცარი ლექსია!
1. პაპუნა, შენ არ დააკომენტარო ;) :) პაპუნა, შენ არ დააკომენტარო ;) :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|