ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 მარტი, 2016


დილის ექსპრომტ(ებ)ი

*
- ასე იყო დედაშენიც,
ბებიაშენიც და მისი დედაც -
მუდამ ურევდნენ!
-ჰოდა, ალბათ მეც გავმეორდები,
რადგან არც კი მაცადეთ
და მოსვლისთანავე
სხვისი ცოდვები წამომაძახეთ!
არადა, რა იქნებოდა,
უსიტყვოდ შეგრგებოდათ
რაც მოგიტანეთ -
გაზაფხულის პირველი დილა.

**
თუ მწერალი ხარ
და ავტობუსში პირდაპირმჯდომთა საუბრისას
ასეთ გამოთქმას მოკარი ყური -
"აბა, ერთ დროს როგორ გრიმიტობდა!",
მაშინ ამ ამბის მინიმუმ სამი მონახაზი
გეწვევა თავში გაჩერებამდე,
თუ პოეტი ხარ,
გამოთქმის უკან მდგომი ადამიანის
სევდას შენიშნავ,
იქნებ ამაზეც დაწერო ლექსი.
და თუ არცერთი,
უბრალოდ იტყვი - ჭორიკანები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები