 | ავტორი: ანემონე ჟანრი: პოეზია 1 მარტი, 2016 |
რა შენი საქმეა მყვირალა გაზაფხული, ჭრელი და მსუქანი კვირტები, მგონია,იმდენად ძლიერად შეგიყვარდი, ის მიკვირს რატომ არ ვგიჟდები.
მზეზეა მიფენილი გახსნილი დარაბები, ცა ღრუბლებს თეთრ ფერზე იღებავს, შენს მერე თუ დარჩა, იქნება არაფერი, ეგ რჩება ასედაც.. ისედაც..
ნეტავი, რამდენი წუთის წინ ჩაუვლიათ, სხივებს სართულიდან სართულზე. შენიდან გასაქცევად რამხელა მანძილია, ვიღიმი და სულსაც ვატყუებ.
არც ჩემი საქმეა, მზეა თუ გაზაფხული, ეგ მხოლოდ მერცხლებმა იკითხონ, შენ ალბათ დადიხარ ლაღი და გამართული, ტკივილო, ცხოვრების წიწილო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. შენი აზრით ტკივილი უფრო გველის წიწილია თუ სიკვდილი ? :)))
კაია ირო (Y) შენი აზრით ტკივილი უფრო გველის წიწილია თუ სიკვდილი ? :)))
კაია ირო (Y)
5. ანემონჩიკ :* ანემონჩიკ :*
4. კარგი ანე...:-* კარგი ანე...:-*
3. მხატვარი ხარ შენ , აი ისეთი ცხადი სურათი დახატე... მოგიკითხე ჩემო კარგო...
და მერცხლები წლებია უკვე არ მინახავს... მომენატრნენ.. მხატვარი ხარ შენ , აი ისეთი ცხადი სურათი დახატე... მოგიკითხე ჩემო კარგო...
და მერცხლები წლებია უკვე არ მინახავს... მომენატრნენ..
2. +5 თუ გაასწორებ ბოლო რითმას და ავანსად გიხსნი გზას თავფურცლისკენ:) როგორ უნდა გაასწორო,ოოო...არაა ადვილი საქმე +5 თუ გაასწორებ ბოლო რითმას და ავანსად გიხსნი გზას თავფურცლისკენ:) როგორ უნდა გაასწორო,ოოო...არაა ადვილი საქმე
1. რა შენი საქმეა მყვირალა გაზაფხული, ჭრელი და მსუქანი კვირტები,
უჰ.რა მაგარი იყო,აი ეგ ორი ფრაზა რო გადმოეგდო ვინმეს ჩემთვის ,რა ლექსს ავხუნძლავდი..ძალინ მაგარს,ასე მგონია.
იკითხონ–წიწილო
ეს სარითმო წყვილი არის ვარდნა,სადაც უნდა მომატებულიყო ,,მახვილი,, ,იქ ჩავარდა.შემეცოდა ეს ლექსი,ასე რომ გაგიმეტებია,ჩვენ მოვიცდიდით,რატო იჩქარე:) რა შენი საქმეა მყვირალა გაზაფხული, ჭრელი და მსუქანი კვირტები,
უჰ.რა მაგარი იყო,აი ეგ ორი ფრაზა რო გადმოეგდო ვინმეს ჩემთვის ,რა ლექსს ავხუნძლავდი..ძალინ მაგარს,ასე მგონია.
იკითხონ–წიწილო
ეს სარითმო წყვილი არის ვარდნა,სადაც უნდა მომატებულიყო ,,მახვილი,, ,იქ ჩავარდა.შემეცოდა ეს ლექსი,ასე რომ გაგიმეტებია,ჩვენ მოვიცდიდით,რატო იჩქარე:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|