"გუშინ ჩემთან ჩემი მეგობარი მოვიდა..." (კატო ჯავახიშვილი)
"გუშინ ჩემთან ჩემი მეგობარი მოვიდა". მთელი ქალაქი გამოიარა და მოვიდა. რომ არ გამოევლო, ვერ მოვიდოდა. იდგა და მიღიმოდა. ეღიმებოდა ჩემ როგორც იქნა დაქალებაზე, სამზარეულოს ფერად ამბებზე, ამბორივით ცივ წარწერაზე წინსაფარზე, ყველაფერი რომ კარგადაა. ბებერი ჩაიდანი კი კუდიანივით ჩიფჩიფებდა, ბედისწერას ატანილი ქალი-წერო რომ ვარ. ნაცრისფერი ვარ და ფრთები მაქვს ბაცი. ცალ ფეხზე ვდგავარ, წვიმს თუ ქარია, ქურასა და ონკანებს შორის, ცეცხლს და წყალს შუა და თუ გამწოვიც ჩართულია, ქარიშხალია... შავ ტაფაზე შიშხინებს თევზი. უბრად ყოფნა მათგან ვისწავლე, სალტოს შეკრავდნენ სიკვდილისას ჰაერში ვიდრე. სანამდე კიდევ? მოვედებოდი ახლა ამბებს კიდით კიდემდე და მოვყვებოდი "ამბრნი-უმბრნი"-სას, ან არაბეთს რომ იყო ხელმწიფე, სვიანი ფრიად, მაგრამ სად არის ნუშის სურნელი ჩვენი ბავშვობის? არ მოიყოლე. დავდივარ, ვეძებ. მაყოლებ მზერას. თვალებში გიდგას შუქი სინათლის. მე _ სინანულის, შენზე მეტად ცოცხალი რომ ვარ და ვდარაჯობ დუმილს თევზების, თეთრი კედლების სიფრთხილეს კი ვერაფრით გავცდი. შენ კი მაოცებ. მერამდენედ მაოცებ უკვე, რომ გამოცდი ფერად სამანებს და ჩემ სამარეს, ქალაქის ბოლოს, სულ უბრალოდ გამოუარე.
...
"გუშინ ჩემთან ჩემი მეგობარი მოვიდა. ჩემი მეგობარი მოვიდა ჩემთან და..."
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. აქ ნამეტანი დამგვიანებია მადლობის გადახდა. :) აქ ნამეტანი დამგვიანებია მადლობის გადახდა. :)
8. თავისთვის მიდის.
ამბრნი. უმბრნი. და არაბნი. თავისთვის მიდის.
ამბრნი. უმბრნი. და არაბნი.
7. კაროჩე ესეთი 'მინდა ლექსი ვიყო' ნაწერები ბევრად ჯობია , კონვენციურ და არაფრით განსხვავებულ ნაწერებს.. ყველა ლექსი ერთმანეთს გავს უკვე..
ნორმალური ნაწერია, საკმაოდ.. კარგიც კი. კაროჩე ესეთი `მინდა ლექსი ვიყო` ნაწერები ბევრად ჯობია , კონვენციურ და არაფრით განსხვავებულ ნაწერებს.. ყველა ლექსი ერთმანეთს გავს უკვე..
ნორმალური ნაწერია, საკმაოდ.. კარგიც კი.
6. აქ ხომ სულ კარგია და დღეს ეს ისეთი:) ჰო 5!
აქ ხომ სულ კარგია და დღეს ეს ისეთი:) ჰო 5!
5. მეც მომეწონა, რადგან ვხვდები, თეთრი კედლების სიფრთხილეს ვერგაცელილი სამარის ამბებებს.
კარგია! მეც მომეწონა, რადგან ვხვდები, თეთრი კედლების სიფრთხილეს ვერგაცელილი სამარის ამბებებს.
კარგია!
4. "ბედისწერას ატანილი ქალი-წერო რომ ვარ. ნაცრისფერი ვარ და ფრთები მაქვს ბაცი"... ბაცი კი არა, ისეთი ლამაზი ფრთები გაქვს ავტორო, ჩემ თუთიყუშსაც კი არა აქვს ისეთ ფერებში...:)) ისე ლამაზად და პოეტურად აღწერ სამზარეულოს მოსაწყენ საქმეებს...:-* დუმილშიც ჩანს შენი პოეტური სული მაგდალენა...:-* მე მომწონს ლექსი...თუმცაზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ ბუნდოვანია, მაგრამ არა ჩემთვის...:-* 5 "ბედისწერას ატანილი ქალი-წერო რომ ვარ. ნაცრისფერი ვარ და ფრთები მაქვს ბაცი"... ბაცი კი არა, ისეთი ლამაზი ფრთები გაქვს ავტორო, ჩემ თუთიყუშსაც კი არა აქვს ისეთ ფერებში...:)) ისე ლამაზად და პოეტურად აღწერ სამზარეულოს მოსაწყენ საქმეებს...:-* დუმილშიც ჩანს შენი პოეტური სული მაგდალენა...:-* მე მომწონს ლექსი...თუმცაზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ ბუნდოვანია, მაგრამ არა ჩემთვის...:-* 5
3. გამოცანა:როდის დგას წერო ცალ ფეხზე (უპასუხეთ ეს ხუმრობით) ლექსი კი კარგია.
გამოცანა:როდის დგას წერო ცალ ფეხზე (უპასუხეთ ეს ხუმრობით) ლექსი კი კარგია.
2. იცი, მაგდალენა, ქალაქის ბოლო ქალაქის დასაწყისიცაა- გააჩნია, საიდან მოდიხარ...
"მოვედებოდი(თ) ახლა ამბებს კიდით კიდემდე და მოვყვებოდი(თ) "ამბრნი-უმბრნი"-სას, "
ჩვენ ვიცით :)
ქალი- წერო...
იცი, მაგდალენა, ქალაქის ბოლო ქალაქის დასაწყისიცაა- გააჩნია, საიდან მოდიხარ...
"მოვედებოდი(თ) ახლა ამბებს კიდით კიდემდე და მოვყვებოდი(თ) "ამბრნი-უმბრნი"-სას, "
ჩვენ ვიცით :)
ქალი- წერო...
1. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ქუჩაში ვიღაც ლაპარაკობს და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმის ფრაზები.
ჩაიდანი კი კუდიანივით ჩიფჩიფებდა - ეს ფრაზა მომეწონა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ქუჩაში ვიღაც ლაპარაკობს და ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმის ფრაზები.
ჩაიდანი კი კუდიანივით ჩიფჩიფებდა - ეს ფრაზა მომეწონა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|