ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2016


მე+შენ=ჩვენ

როგორ არ მედარდება ახლა წლების სიმრავლე,
გარეთ მარტის ქარია, მარტისფერი ამინდიც...
ისე ბედნიერი ვარ, მგონია შევიშალე,
მგონია შევიშალე, ანუ მართლა გავგიჟდი.
ცას ისეთი ფერი აქვს, სარკეა თუ ცა არის?
ყვავილებმა იწვიმეს, ლამის ქოლგა გავშალო,
ყველა ფერზე მეტი ხარ, შენი მსგავსი სად არის?
მიწასავით ძლიერო, პურზე უფრო მართალო.
გარეთ გაზაფხულია, მარტის ქარი ქარობს და
თავს იგიჟებს ენძელა - კეკლუცობს და იცინის...
რომ მიყვარხარ, ეს ვიცი, ჰოდა, ამით ვხარობ და
ჩვენ წავშალეთ საზღვრები დროში, ყველა მანძილიც...
როგორ არ მედარდება ახლა წლების სიმრავლე,
თვალებთან გაჩენილი ნაოჭების რიგებიც...
ისე ძლიერ მიყვარხარ, მგონია, შევიშალე...
ისე ძლიერ გიყვარვარ, მგონია შენც გიჟდები...
გარეთ მარტი მარტობს და თავს იწონებს იებიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები