ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პროზა
5 მარტი, 2016


ფრთები

ეპიგრაფი: ჩემი სიცოცხლე ხარ,მაგრამ როცა შენ გიყურებ რატომღაც სულ სიკვდილზე ვფიქრობ...
უკვე ოთხმოცი წელი გავიდა მას შემდეგ,რაც მამა პეტრე კვდება,ოცდაჩვიდმეტი კი მას შემდეგ, რაც ცდილობს,რომ სიკვდილის შემდეგაც გააგრძელოს ცხოვრება.
მისდა სამწუხაროდ მის სიკვდილს შორი გზიდან მოუწია მასთან წამოსვლა ან გზა აებნა,ნუ ასეა თუ ისე ჯერაც არ მოსულა. აგვისტოს ცხელი დღე იდგა,მზე ზენიტს გადაცდენიყო და ჩაშვებას იწყებდა.ჰაერი ისეთი ჩახუთული იყო თავი სამრეცხაოში გეგონებოდა.მამა პეტრე ოფლისგან იწურებოდა,ოცნებობდა წყაროს წყალზე,რომელსაც პეშვით დალევდა,უკვე ვეღარ იტანდა ჭურჭელს,ლოგინიდანაც ვეღარ დგებოდა,რომ თავად წასულიყო წყაროზე.მოხუცდა,ძალიან მოხუცდა,სხეული აღარ უვარგოდა,მაგრამ დაფრინავდა.! აი კიდევ ჩაეძინა მოხუცს და თავის ბავშვობაში გადაფრინდა...
პეტრე ხუთი წლისაა,სიცილით დარბის ახალ მოხნულ-დაფარცხულ მიწაში და დაუშლელ ,,გორახებს" ამტვრევს.შემდეგ მამასთან მიირბინა შექების მოლოდინში.მამამ მისი აღფრთოვანება თითქოს ვერც შეამჩნია,თითით ხორბლისკენ მიუთითა და აჩვენა,როგორ უნდა გაეშალა (დაეთესა) იგი. პეტრე,მამას უყურადღებობაზე ცოტა არ უყოს განაწყენდა, თუმცა მამამ უცბად მოატრიალა, ხელში აიტაცა და ჰაერში შეათამაშა, შემდეგ კი ჩაეხუტა, მაგრად ჩაეხუტა, პეტრეს ეტკინასავით მაგრამ ამისათვის ყურადღება არ მიუქცევია, ის ახლა უბედნიერესი იყო. აი მისი უფროსი ძმაც გამოჩნდა,ზურა.მას კოკით წყაროს წყალი მოჰქონდა,გახარებული პეტრე მისკენ გაიქცა და ფეხზე მოეხვია, კინარამ წააქცია, ზურამ თბილად დატუქსა ის, მაგრამ პეტრეს არც გაუგია მოუსვენარი ხმამაღალი სიცილით გაჰკვეთა ვენახი და სახლისაკენ გაიქცა, უნდოდა დედასთვისაც გაეზიარებინა ეს ბედნიერება,მამა პეტრე ამ ყველაფერს ზემოდან უყურებდა,შემდეგ დაინახა , როგორ წაიქცა,მუხლები გადაიყვლეფა, სახლიდან შეშინებული დედა გამოვარდა,შემდეგ მისი კოცნა დაინახა ნატკენზე და გაახსენდა , რომ ყკივილი უმალ გაყუჩდა...
მამა პეტრეს არ უნდოდა ამ მომენტის დატოვება,სულ აქ დარჩენა უნდოდა,მაგრამ ფრთები რატომღაც არ ემორჩილება...აი უკვე თორმეტი წლისაა,ძმა დაეღუპა,მამა პეტრეს გაახსენდა , პირველი ზიზღი დედამიწის მიმართ, პირველი შხამი გულში და ეტკინა,ძალიან ეტკინა.!! ფრთები კი ისევ ტყლაშუნით მიაპობდა სივრცეს,აი ორ თვეში მამაც მოუკვდა,აი თექვსმეტი წლისაა, დედა ყაჩარებმა მოუკლეს, უკვე ოცი წლისაა; ლოთობა,მკვლელობები,სიძვა,ტყუილი, ისევ ლოთობა,სიძვა გინება,....სიბნელე! მხოლოდ ამას ხედავს მამა პეტრე. ცდილობს ფრთები ძალუმად დაიქნიოს , რათა მალე გასცილდეს ამ საზიზღრობას, მაგრამ ისენი არ ემორჩილებიან..ისინი უცბად შეცერდნენ, მამა პეტრე ძირს დაეშვა დაინახა ,როგორ გაუყარა დუქნის უფროსმა დანა მუცელში, შემდეგ როგორ დადო ურემზე და შარაგზაზე კაცთაგან უპატრონოდ მიაგდო... მამა პეტრე ისევ ზევით აიჭრა,ახლა უკვე ხედავს, როგორ მიჰყავს ვირაც ბერს მონასტერში,მან შვებით ამოისუნთქა სხეულში ისევ სითბო იგრძნო.ფრთებმა უფრო გამალებით იწყეს მოძრაობა,ახლა რაღაა?! : სინათლე, პირველი სინანული,დაუკმაყოფილებელი ჟინის გაქრობა,დაძლეული ცდუნება, სიწმინდე...მამა პეტრე ხედავს თუ ,როგორი ბედნიერია,ისეთივე როგორიც ბავშვობაში,მას აქაც უნდოდა გაჩერება,თითქოს რაღაცის გასწორება მაინც უნდოდა,მაგრამ ფრთები არ ჩერდება და აი ის მიადგა იმ ქოხს, რომელშიც ახლა წევს.დაინახა,რომ კარზე ვირაც მიმდგარიყო და აკაკუნებდა...
მამა პეტრეს ხმაურზე გამოეღვიძა,დედა ფებრონია (მისი მომვლელი) უკვე კარს აღებდა, კარებში დაღლილ-დაქანცული,სახე დაშაშრული,თვალებ ჩაცვენილი,ტუჩებ გამომშრალი და დამსკდარი,ფეხებ გადაყვლეფილი სიკვდილი იდგა...მამა პერტეს მის დანახვაზე გული დაეწვა და შეებრალა ის. სიკვდილმა დედა ფებრონიას თავი მდაბლად დაუკრა ოთახში მარჯვენა ფეხით შემოვიდა,ამოსასუნქებლად უკითხავად დაჯდა სკამზე და წყალი მოითხოვა...დედაომ უმალვე შეასრულა სტუმრის თხოვნა... მან დალია წყალი მადლობა მოიხადა,პეტრეს პირქუში მზერით გახედა და უთხრა წავედითო. მამა პეტრემ სხეულში ისევ ახალგაზრდული ძალა იგრძნო,ფეხზე მკვირცხლად წამოხტა დედაო ფებრონიას დაემშვიდობა,მადლობა მოუხადა,დალოცა,პირჯვარი გადასახა და კარისკენ აიღო გეზი... მამა პეტრეს ცრემლი წამოუვიდა,ტიროდა,რადგამ გარეთ დანახულმა, დედამიწაზე შეუჩვეველმა სინათლემ თვალი მოსჭრა.
01.03.2016 კადეტთა სამხედრო ლიცეუმი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლომი ვულოცავთ დაბადების დღეს