 | ავტორი: დევი ჟანრი: საბავშვო 5 მარტი, 2016 |
აფრიკაში, მზიან დილით, დაიბადა ლურჯი სპილო; - დედა სპილო წყალს ასხურებს, ლურჯი ფერის გაცლას ცდილობს.
გადაწყვიტა იმ ტბისაკენ წაიყვანოს ჩვილი სპლიყვი, სადაც მთელ დღეს ატარებენ ფლამინგო და შავი იხვი.
- მეგობრებო, დამეხმარეთ, ამ სილურჯეს თუ ვერ წავშლი, ჩემს სპილუკას წაიყვანენ ცირკში, ანდა ზოოპარკში.
- დედი, შენ ნუ გეშინია! ნახე, ყვავილს რომ შევეხე, თითქოს კალკით გადაიღეს, - დაეხატა უმალ ფეხებს.
თუკი მოვლენ წასაყვანად, გავედები მწვანე ბალახს, ან ყვითელს და მზეზე გამხმარს, ან მოვძებნი სადმე ტალახს.
ახლა ჭრელა-ჭრულა პეპლებს ჩემზე გადმოხატვას ვაცდი, მერე ლუპით რომ მეძებონ ვერ მიპოვნის ვერა კაცი!
იხ. ილუსტრაცია. ნახატი - Megi-art.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. საყვარელი "ლურჯი სპლიყვი" :)
საყვარელი "ლურჯი სპლიყვი" :)
10. ხო, საყვარელია.
პაწაწუნებისთვის საინტერესო და მოსაწონი.
მე კი თურმე ვერ მინახავს აქამდე.
ნ ე ქ ტ ა რ ი. ხო, საყვარელია.
პაწაწუნებისთვის საინტერესო და მოსაწონი.
მე კი თურმე ვერ მინახავს აქამდე.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
9. იასონ, მადლობა. "კალკის' ნაცვლად მანდ "ფუნჯიც " მოახერხებდა რამეს, მაგრამ სურვილი მაქვს ბავშვებს ახალი (მათთვის ახალი ) სიტყვა შევთავაზო.
მანანა, მელ.ზ, მადლობა! იასონ, მადლობა. "კალკის` ნაცვლად მანდ "ფუნჯიც " მოახერხებდა რამეს, მაგრამ სურვილი მაქვს ბავშვებს ახალი (მათთვის ახალი ) სიტყვა შევთავაზო.
მანანა, მელ.ზ, მადლობა!
8. ჯერ სიტყვა ''სპლიყვი'' მიყვარს. მერე თვითონ სპლიყვი და ლექსიც ძალიან მომეწონა:)
ჯერ სიტყვა ``სპლიყვი`` მიყვარს. მერე თვითონ სპლიყვი და ლექსიც ძალიან მომეწონა:)
7. "ინტერნეტი" რომ იყოს, ან "აიფონი" -კიდევ ხო, მაგრამ "კალკა" საიდანღა ისწავლა ახალშობილმა სპლიყვმა.
+2
"ინტერნეტი" რომ იყოს, ან "აიფონი" -კიდევ ხო, მაგრამ "კალკა" საიდანღა ისწავლა ახალშობილმა სპლიყვმა.
+2
6. კარგად იკითხება, ხალისიანია. კარგად იკითხება, ხალისიანია.
5. ჟოზეფინა, მთავარია მათ მოეწონოთ :)
გიო, მადლობა ასეთი შეფასებისთვის. :)
ანანე :)))
ჭა, კი :))) ქამელეონს შეშურდება :))
გმადლობთ! ჟოზეფინა, მთავარია მათ მოეწონოთ :)
გიო, მადლობა ასეთი შეფასებისთვის. :)
ანანე :)))
ჭა, კი :))) ქამელეონს შეშურდება :))
გმადლობთ!
4. "აფრიკაში, მზიან დილით, დაიბადა ლურჯი სპილო; "
რასაც გაეხახუნება სუყველაფერს ზედ რომ იკრობს?...:))) "აფრიკაში, მზიან დილით, დაიბადა ლურჯი სპილო; "
რასაც გაეხახუნება სუყველაფერს ზედ რომ იკრობს?...:)))
3. რა საყვარელი ნაწერია :) ავაჟრიამულე სამსახური :) რა საყვარელი ნაწერია :) ავაჟრიამულე სამსახური :)
2. კარგია,ყოჩაღ დევი.ისეთი ნიკი გაქვს,შემაშინებელი და ასეთ საყვარელ ლექსებს წერ პატარებისთვის.მგონია ამ თვეში ამ ლექსს ჟანრში ,,საბავშვო,, ,არ ეყოლება კონკურენტი+5 კარგია,ყოჩაღ დევი.ისეთი ნიკი გაქვს,შემაშინებელი და ასეთ საყვარელ ლექსებს წერ პატარებისთვის.მგონია ამ თვეში ამ ლექსს ჟანრში ,,საბავშვო,, ,არ ეყოლება კონკურენტი+5
1. წავუკითხე მოეწონა,გაეღიმა :) წავუკითხე მოეწონა,გაეღიმა :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|