ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2016


ჩვენში

ჩვენში დიდება ჰგონიათ ერთი,
ფულით ვიქნები სულ ყველას ღმერთი.
ჩვენში ძვირფასობს უგულო ცინიზმი,
ჩვენში ცუდს ერწყმის თან ნიჰილიზმი.
ჩვენში დაკარგეს კაცური ნირი,
კაცურს დაედო დღეს დიდი ნიხრი.
ჩვენში კარგებმაც აიღეს ანტრაქტი,
ბოროტებს მორჩილად უფორმეს ტრაქტატი.
ჩვენში ჩამქრალა სიკეთის სხივი,
თვითონ მეც ვხდები გულვქვა და ცივი.
მაგრამ თუ ჩვენში ერთს მაინც გახსოვს
ვაჟა, ილია, მურმანი, ლადო,
იცოდე შენთვის დღესვე მზად ვარ,
გილოტინაზე რომ თავი დავდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები