ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


მ უ ხ ი ს ყვავილობა

მე  მენატრება  გულჩათხრობილ  მუხის  ყვავილი,
თუმცა,  არც  მჯერა  ყვავილობით,  რომ  ისხამს  ნაყოფს.
ერთი  რამ  არის,  რაზედაც მაქვს  ზუსტი  დასკვნები,
ჩემი  სამშობლოს საზღვრებს,  ირგვლივ,  ლოცვით  დავყვები. 
ქვეყანა  ესე  ცვალებადი,  თანაც  ჭრელია
ბრიყვს  ფათერაკი,  ჭკუაუსწავლს  აქ, აქვს  ნავსები.
არ  იბადება,  ერთ  ხეშიც  კი,  ფოთლად  მსგავსეები,
ვერც  ჭკუაუსწავლს  და  ვერც  ბრიყვებს  ვერ  ვედავები
რამეს  თუ  შევცვლი,  თუ  მივბაძავ,  გადავბირდები,
ჩემივე  თავში  საძულველად  გადავფასდები.
ბევრი  რამ  არის,  ჩემშიც  თუმცა,  უბრალოდ  არის,
ჩემს  გრძნობასა  და  გონებასთან  შეუთავსები,
თავს  იქით ძალა  არ  არის  და  რა  გაეწყობა
ზოგის  დანახვით,  მთელი კვირით  თუ  ვითარსები.
როცა  შემოჯდა  ხის  ტოტზე  ძერა, 
და  მუხა  დიდხანს  მშიერმა  ზვერა,
ვერსად  იპოვა,  რაც  მას  უნდოდა 
და  ყელი  უშნოდ  ბერა  და  ბერა,
ფრთა  ფრთას  შემოჰკრა,  გააპო  ზეცა,
ბურძგლა  ბუმბული  ღერა  და  ღერა.
ქარმა  მოსტაცაა  მუხას  ფოთლები,
მცირე  მანძილზე  ასწავლა  ფრენა.
მე  ვუთხარ  მუხას,  რომ  მისი  მჯერა.
არ  მწამს ვინც  ოდეს  მილახა  რწმენა.
მსურს  რათაოდენ  ყვავილობა  ბზარიან  მუხის.
როცა  ავდრები  გვაბეზრებენ  ჭექას  და  ქუხილს,,
თუნდაც  სულ  მაშინ,  როს  საავდრო  ქარები  დაქრის.
ვარ  მაძებარი, ბნელ  კუნჭულში  კარგის  და  ახლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები