ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2016


ყველაფერი დ ე დ ი ს ა კ ე ნ მიდის

იანვარში  ია-იებს  ჩამოვართვი ხელი,
თებერვალმა  გამოშალა  ენძელების  ფარა,
ყოჩივარდამ  მოიღერა  ყელი,
მოლოდინში  დრო  გასულა  ჩქარა.

მარტმა  მშრალად  ჩამობერა  ისევ
მზემაც  მორცხვად ჩაუხუჭა თვალი,
ნუშის  ყვავილს  მივაწვდინე  მზერა
მოვეფერე,  მოვიხადე  ვალი.

აპრილისთვის  დავიმედდი  მეტად,
ტყემლის  ყვავილს  აფეთქებულს  ნეტარ
ველოდები  სიყვარულით  მთვრალი,
ვამბობ,,  ცოტაც,  მოითმინე  ნექტარ.

თეთრად  იცი , აფეთქდება  მალე,
ფოთლის ნასახს  ვერ  უპოვი  ვერსად,
მიდი  მწიფე  ალუბლების  ფერი
დაუკოცნე  თვალი  ალმაცერი.

როცა,  მათი  სიხარული  შენში
გადმოვა  და  გადაიფრენს  დარდი.
აღარავინ  გაიხსენო და  თქვი ,
რომ  ზეციდან  სიხარული ბარდნის.

როგორ  გიყვარს,  ტყემლის  ყვავილობა,
ამბობ  თეთრად  დაბურულან  შენთვის,
თავაწევით  მზერას  თრობა  ერთვის
და  ცის  თაღიც  დაუღლელად  გეტრფის.

სილამაზეს  მათს  სურნელი  შვენის
თვალიც უკეთ სხვას  ვეღარას  ხედავს,
დედას  უთხარ :  ყვავილობას  ტყემლის,
რომ  ბავშვობა,  შენთან  მოსვლას  ბედავს.

რაწამს  დედას  მოადგება  ცრემლი
ჩაიხუტე  და  მოხვიე    ხელი,
ყველაფერი  თან  გექნება,  დედის
ცრემლს  შენც,  ცრემლი  მოუხდინე  ცხელი.


------  ---------  -----------  -----------  ---------

დედა  ბურჯია  ყველა შეგრძნების,
პირველი  სითბოს,               
პირველი  ხილვის,
პირველი ბგერის,
პირველ  ნაბიჯის,
ჩვენ  კი,  ნაწილი,
მისი  სულის, მისი  სხეულის.

----------  --------  --------  -------  ---------
        ნ ე ქ ტ ა რ ი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები