ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2016


***


აისის შუქში წმინდანებივით
ისაუბრებენ ცა და ფესვები
გაალამაზებს ჰაერს მუსიკა
ცელებისა და ქვასალესების.
დადგება ჟამი ბულბულებისა
გაქრება კვალი ცაზე ქორების
ხმას შეუწყობენ ღმერთის სიჩუმეს
საკრავები და კამერტონები.
გადაანათებს დასალიერებს
თავდავიწყება მზის და ფრთებისა
დაეწაფება ზესკნელის მზერა
სითბოს ქვესკნელის მინანქრებისას.
მთას დამშვენდება ნისლის ზოსტერი
იელვებს ვერცხლი აზარფეშების
ხოლო მე და შენ კვლავ ერთმანეთის
სამოთხეებში გადავეშვებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები