ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2016


8 მ ა რ ტ ი (გახსენებ)

ვიხსენებ  შენგან  ნაჩუქარ  იებს
და ახლაც  მესმის  მათი  სურნელი.
შენი  ხელები მზესავით  თბილი,
საღამო  როგორც,  შავი  კუნელი.

ცა მოქათქათე,  მუდამ  ნათელი
თვალებში  სხივი  უფრო  ჯანმრთელი,
გული  გრძნობებით  პირამდე  სავსე
და  სიტყვა  ჩვენი  როგორც  სანთელი..

დღესაც  მარტია 8  რიცხვი  ვნახე
და  ამდენ  რამეს  ამიტომ  ვამხელ.
მინდა  იცოდე,  ვით  ჩვენი    ნამყო,
საშენო  გრძნობა  დრომაც  ვერ  გაყო.

ახედე  ცაზე  თეთრი  ღრუბლები,
ღამე  კი,  მხოლოდ  მთვარეა  სავსე,
შენ,  ჩემთვისა  ხარ  დაბადებული
და  ძველებურად  სიცოცხლით  მავსებ.

......        ..........          ,,,,,,,,          ,,,,,,,,,,      ,,,,,,

    ( რვაი  მარტის  მილოცვა  გურულად

რაფერ  მახსოვს,  მომილოცე
რვაი  მარტი,  ახაზირდი
მითხარ,  მოი ,  რესტორანში,
რაცხა  მინდა  გითხრა  ცაო,
შენ  აფერის  შეგეშინდეს,           
აქანე  ვარ  დაგიცაო. )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები