ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2016


ორი მიმართულებით



აიღე ჩემი ჩანთა!
(სრული ქაოსი)
ამომაცალე:
"ინვოისი",
"შოფინგ ლისტი",
"მარლბორო", "ზიპო",
იპოვნი კიდევ, რაღაც ისეთს –
არამშობლიურს...
გადაყარე!
ჩადე იები,
ღია ბარათები
ან ბილეთები,
იქით – სპექტაკლზე,
აქეთ –
ქალობაში დასაბრუნებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები