ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2016


ქ ა ლ ი ?

ქალი?
და  ქალი, 
ვარდია  ბაღის,
რომელიც  ხარობს 
და  ყვავის  შენთვის,
მის  ყოველდღიურ  ცხოვრებას  თუკი,
ნაღველი,  სევდა,  დარდი  არ ერთვის.

ქალი?
ხო  ქალი,
თაფლია  ტკბილი,
ნექტარი  თუკი,
იპოვა  შენში
გამოწურული  ფიჭიდან  ფუტკრის
და  საზრდო  წონით,  ყველაფერს  წონის.


ქალი?
და  ქალი, 
თბილი  მზესავით,
გულზე  სხივებად
გადაგებნევა,
გულწრფელად  გულის  კარს  თუ  გაუღებ
ვითარ  იაზმა  სულზე  გეკმევა.

ქალი?
მართლაცდა
ზღაპარი  ქალი,
ბურჯი  ოჯახის,
ერთგული  ძაღლზე,
თუ  შენს  მზერაში  პირვანდელს  ხედავს.
მაგრამ  დაჰკარგავ,  თუ  დაიჭირა,
მის  გულგრილ  მზერას  ეგ  გული  ბედავს.

ქალი?
ვარდია, 
მაგ  შენი  ბაღის,
რომელიც  მხოლოდ
ყვავილობს  შენთვის,
თუ  გაუფრთხილდი,  თუ  გააღმერთე,
მისი  სიცოცხლის  წყარო  ხარ,  მეტიც
და  შენს ცხოვრებას  გრძნობებად  ერთვის.

ქალი?
ქალი ცდუნება ,
სისუსტე  შენი,
არის  ისეთიც, 
არის  ასეთიც,
არის მითებიც,  ქრება  ფიქრებიც,
თუკი  ღალატი  გაქვს  მუდამ  სულში
მერწმუნე,  ბოლოს  მარტო  დარჩები.

ქალი?
ხო  ქალი,
ქალი მარტივით
თუ  გაზაფხული
არის  სხვაგვარი
მდინარესავით  აზვირთებული
და ნაპირებზე  გადმოვარდნილი,
თუ  სათავიდან  გადაწურული
მაშინ  დამშრალი,  რიყედ ქცეული.

ქალი?
და  მაგრამ
ქალი სურნელი,
ისე,  უბრალოდ,
უმტკივნეულოდ
მაგ  შენი  სულის  მბრწყინავი  სარკე 
და  შენი  გონის  ტკბილი  სარკაზმი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები