ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2016


გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი ა

გაშალე  ფრთები,, ახლა  უკვე,  გაზაფხულია,
მერცხალო  მოდი,  მოუთმენლად,  მე  უკვე  გელი.
მომენატრე  და  კალამს,  შენგან,  მოვკიდე  ხელი,
შენ,  აქ  არა  ხარ,  გასულია,  ლამისა  წელი.

ხო  მოდი,  დედამ  შინდის  კერკი  გადაინახა,
მითხრა:  პირველი,  დანახვისას  მიირთვი  ესო,
მადლობა  უთხარ,  ბუდეს  ისევ,  რომ  დაუბრუნდა,
თან  გაზაფხულიც,  დაუმადლე  უფალს,  იესოს .

მე  კი  ვინა  ვარ,  თუმც,  სამყაროს  ნაწილაკი  ვარ,
ისე  მცირედი,  უმნიშვნელო და  თან  მოკვდავი,
გარდა  იღბლისა,  მადლიერი  უფლისაცა  ვარ,
მეტყველება  მაქვს  და  არასდროს  გავუწირივარ.

ჩემი ზეციდან,  ვერეკები,,  მჭვარტლისფერ  ღრუბლებს
და  ცისარტყელის  მოლოდინით,  ვითმენ  ბნელ  წამებს. 
თვალსაწიერი , ძლივს  საზღვრისთვის  მიმიწვდენია,
იმედახდენის,  როს  ლოდინი,  ღამეს  ცილს  სწამებს.

დარდი  დამჩემდა,  ნაკუწები  დამიკარგია .
ვეღარ  გაიგებ,  აქ  ვინ  არის,  რის  ჩამდენია,
ქვეყნის  კიდურებს,    ჩამოცლილებს,  მივეტირები,
რომ  საიმედო,  აქაც  უკვე,  არც  იმდენია.

ტკივილნარევი,,  ცხარე  ცრემლი  თვალს  დასდენია,
დრო  კი,  არ  ვიცი,  აქ  სამყოფად,  რად  დამრჩენია.
ჩემი  ქვეყანა,  სულზე  მეტად  შემყვარებია,
ეჭვი,  სიმძიმე,  მჭმუნვარებაც,  მით  შემჩვევია.

მინდა  იცოდეთ,,  გაზაფხულით  ტკბობა,  ჩემია,
ყვავილებშია  ჩაქსოვილი,  მთლად  ჩემი  სული,
მე  მისებურად,  შევეხები  გაზაფხულს,  რადგან
სიხარული  აქვს,  ჩუმად,  ჩემთვი  გადანახული.

გაზაფხული  კი,  მხოლოდ  თავად,  მეხება  მაშინ,
მზე  როცა,  მიწას  გაათბობს  და  მიმზერს  მანამდე, 
სანამ, ამ  მიწის  ოხშივარით  თავს  არ წამართმევს,
დამაჩოქებს  და  თავგანწირულ,  მორჩილად  მაქცევს.

ლორთქო  ბალახი  და  ფოთლები,  აბიბინდება,
შლეგი  მდინარე , დაიქუხებს  მთიდან  ბარამდე
და  მეც,  მიმავალს,  ჩემი  სოფლის  ფართო  შარაზე,
ფრთები  მესხმება  და  ვმაღლდები,  ზეცის  კარამდე.

რამ  შემაყვარა,  გაზაფხული,  არ  ვიცი  დღემდე,
ასე  ფუტუროდ.,.  ასე  სუსტად,  ასე  ძლიერად,
ჩემს  დაბადებას,  თუ  მიუწვდა  ხელი  ამაში,
მან  მოინდომა,  ალბათ,  ჩემი  გრძნობის  თამაში.

/ / / / / / / / / / / // / / / / / // / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / / /  // /


მუხის  ნახლეჩი  ნაფოტები,  მძიმე ტივები,
მდინარესავით,  ვიცოდე,  სად,  მივედინებით...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები