>>>>>>>>>>
ვფიქრობ და ტვინში მსხვრევის ხმა ისმის. ვხატავ და ფერებს არ იმჩნევს ტილო. ვწერ სამშობლოზე და თითქოს სისხლით უძირო თასის ავსებას ვცდილობ.
თითქოს მე სხვა ვარ, თითქოს მგზავრი ვარ, გავივლი ომებს და განშორებებს და დისიდენტის ძეგლზე ბზარივით შევეგუები ასე ცხოვრებას.
>>>>>>>>>>
აღარ ვიცი რომელ მხარეს დავდგე. მაგრად დახუჭული თვალების ძალამ რომელ მხარეს გადამაქანოს. ცათამბჯენების სახურავზე ქარი არ არის და მოწყალებას ტყუილად ელი. მე აღარ ვიცი თვალების მიღმა ჩამდგარმა ქარმა რომელ მხარეს გადამაქანოს.
>>>>>>>>>>
ჩემი სამშობლო, საქართველო, სამშობლო ჩემი, ვერაფერს იტყვი გარდა სისხლის, სიშორის, დაღლის. რაღაცას ნიშნავს ამოხრული მუხლებზე ჩვევა, რომ ყველა ჯერზე ბრუნდები სახლში.
კისერზე ჯვარი - სათამაშო თითქოს ბავშვობის, რომ არც დაიმტვრა და წარსულშიც არ ჩაიკარგა რაღაცას ნიშნავს... როგორც ხელზე ხელის გაშვება, თუ, რა თქმა უნდა, ჩაიდენ, კარგო.
რომ უჰაერო სივრცეებში კვლავაც გმინავენ, რომ იშვან მერე, პოეზიის ქროლვაში იშვან, ნიშნავს რომ ცების პოეტი ხარ, ხვალის გრიგალი და რომ პოეტი რაღაცას ნიშნავს.
>>>>>>>>>>
აგვისტოს ხვატში ხის ჩეროში ჯდომაც მოგწონდეს და ზამთრის ღამეს ცხელ ბუხარში შეშის ტკაცუნიც? მეც გიყვარდე და ჩემი ლექსებიც?
არ შეიძლება, რომ მფლობელი სულის გეწოდოს, თუ ფიქრი შენი არის მხოლოდ რამის მტკიცება, ან გადაფრენა სურვილებისკენ.
>>>>>>>>>>
"შენ შემოხვედი ჩემს ცივ სულში ისევე, როგორც იორდანეში - იოანე ნათლისმცემელი." თორნიკე ჭელიძე
"როგორც იესოს ტირილის ხმა იორდანეში, ჩემ სისხლში დადის შენი სული." მე
ერთი და იგივე განცდაა შემთხვევით რომ შეესწრები, შენი საყვარელი ქალი სხვასაც იგივე სიტყვებით, იგივე სიყვარულით რომ ეფერება და შენი ლექსის კონტურებს სხვა, უფრო ადრე დაწერილ ლექსში რომ ნახავ.
ორი ერთნაირი დუმილიც არ არსებობს სამყაროში, ღალატი კი ყველა ერთმანეთს ჰგავს.
>>>>>>>>>>
ზოგჯერ არავინ რჩება ესმოდეს. ცარიელ დღეებს ვითვლი თვალებით. აქ მხოლოდ მე ვარ... და მეც ეს მინდა, ჩუმი ქარივით ვიდგე ტოლობის
ორივე მხარეს და ჩამდგარ გრიგალს მხედავდნენ მხოლოდ ჩემი სიტყვები. სიტყვა კი, როგორც გამტყდარი ჭიქა, სულის იმ მცირე ნაწილს იტევდეს,
სადაც თოვლი და ქალი მარხია. სხვა დანარჩენი იყოს ფარული. მაინც სხვა სისხლით უნდა დანახვა გულში ხმაურით შემოპარულებს,
სხვა სისხლით ერთვის სულს სამშვინველი, ნისლიან გუმანს სხვა ქარი მირწევს. როგორც ამცდარი ღრუბლებს ფრინველი ჩემი სიტყვები ხედავენ სივრცეს
და გული მიცემს ყველა სიტყვაში. აქ კი, ამ დღეებს, ცარიელ დღეებს აქვთ გამომშრალი ზღვების სიმლაშე და სიფერადე შავი ტყეების.
სადაც ცვივიან ჩემი სიტყვები ცვივიან ჩქარა, ნელა ცვივიან, სადაც ლექსები უფრო ცივია, ვიდრე მოკლული თოვლის თითები,
სადაც პეშვებში ცრემლებს თესავენ, ცრემლი კი თორმეტ სიკვდილს იწონის, მე, საკუბოვე წიფლის ხესავით, გავიხმობ ხელებს და გავიცინებ
და ცრემლი მაინც წასკდება სიცილს. და ზურგის ქარი დაარწევს გუმანს. მე წავალ სადმე სხვაგან და ვიცი, ვერავინ წავა ამაზე ჩუმად.
>>>>>>>>>>
შენ ქმარს შემოვხვდი ქუჩაში წუხელ. ბოთლი არაყი გავიყავით, სიტყვა გავცვალეთ. სად მივდიოდი მართლა არ მახსოვს.
შენ ქმარს შემოვხვდი ქუჩაში წუხელ.
იქნება სიტყვაც გაგვიგრძელდა, არ ვიცი, მაგრამ ის კარგად მახსოვს, შენ მობილურით მოითხოვე მეუღლე სახლში და მერე მხოლოდ ჩემი სურვილით დავიშალეთ... ჩემი "მშვიდობით".
მე თავდახრილი დავუყევი ცარიელ ქუჩას...
>>>>>>>>>>
ჩემი ლექსი - გაზაფხულის ილუსტრაცია, აყვავებული პეიზაჟი, ატმის ხეები და სხვა მრავალი, რა თქმა უნდა, გრაციოზული, ათასი ფერით მოციმციმე ორნამენტი -
იქნებოდა მხოლოდ - გაზაფხულის ილუსტრაცია, აყვავებული პეიზაჟი, ატმის ხეები და სხვა მრავალი, რა თქმა უნდა, გრაციოზული, ათასი ფერით მოციმციმე ორნამენტი,
რომ არა კითხვა: რამდენს იწონის ჩემი გული, როცა ვწერ ლექსს და შენ მასში არ ხარ?
>>>>>>>>>>
სიბრმავე
სადღაც ცა... სადღაც... სადღაც მივყვები ხელებს, რომლებიც თითქოს მხედავენ. მე მეჩვენება, რომ ზეცა მიყვარს და ვეჩვენები ზეცას თავხედი.
სადღაც შენ... სადღაც... სადღაც მივყავარ ლექსებს, რომლებსაც თითქოს ვჭირდები. ამ ლექსებს - ჩემი სულის ყავარჯნებს, შენკენ მომავალ გზებზე დავიჭერ.
და ახლაც... ახლაც... ისე მომინდა, მე - ერთი ჩუმი სიტყვის ავტორი, "მიყვარხარ"-ს, როგორც ღმერთის მიდამოს, ვიტყვი და ისევ ჩუმად დავტოვებ...
>>>>>>>>>>
უსინათლო
შენ, ვინც ამ დილით, ამ ცივ დილით ჩემთან მოხვედი და თოვლის სუნი დამიბრუნე, თოვლის სიცხადე, ვინც მოჩეხილი ჩამიბრუნე მკერდში ნაფოტი, ამ სიბნელეში მინდა ნერწყვით თვალებს მირწყავდე, წყვდიადს მითბობდე, და შემთხვევით შუბლში მოხვედრილ სხივებს ცრემლებიც მიაშველო თუკი აბოლდა.
როცა დილაა და ნათელზე მეტად სიცივე არის ნაცნობი, გასაგები და მისაღები, კარის შემომღებს საყვედური როგორ შევბედო?! ჩემი სიკვდილი - როგორც ფანჯრის სწრაფი გაღება და დაცემამდე მოსწრებული მწარე სიცილი უფრო მარტივი, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა.
ხომ შეიძლება ღამე იდგეს, ღამე გლოცავდეს, ხომ შეიძლება ღამემ მხარზე ხელი დაგადოს და მხოლოდ მღვრიე მდუმარება ჩანდეს ფონისთვის, როცა ბეჭებზე დავიწყების თოვლი დაგათოვს?! მაშინ ეს თოვლი სიღრმეებით ვერ შეგმოსავს და შენ ამ თოვლიდან წამოდგები ანტაგონისტი.
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე... ვისაც პოეზია გიყვართ აქ შემოიხედეთ...:) აქ პოეზია ჰყვავის და სულს ამშვიდებს...:-*
"მე მეჩვენება, რომ ზეცა მიყვარს და ვეჩვენები ზეცას თავხედი." გიო არაბიძე
ნაწვიმარ გზაზე მანქანა გარბის... სავსე მგზავრებით და ჩემი დარდით. ფეხდაფეხ მომდევს სველი მინდორი. ცავ შენ მინდოდი!... მოგდევ, ვიცოდე რას მიპირებ ცაო, ცა ვნებავ, ან მომკალ აქვე, ან შენს სარეცელს მაზიარე ქალი-თავნება! მე...:))
"ერთი და იგივე განცდაა შემთხვევით რომ შეესწრები, შენი საყვარელი ქალი სხვასაც იგივე სიტყვებით, იგივე სიყვარულით რომ ეფერება და შენი ლექსის კონტურებს სხვა, უფრო ადრე დაწერილ ლექსში რომ ნახავ"
კიდევ ერთხელ წავიკითხე და კიდევ ერთხელ ვისიამოვნე... ვისაც პოეზია გიყვართ აქ შემოიხედეთ...:) აქ პოეზია ჰყვავის და სულს ამშვიდებს...:-*
"მე მეჩვენება, რომ ზეცა მიყვარს და ვეჩვენები ზეცას თავხედი." გიო არაბიძე
ნაწვიმარ გზაზე მანქანა გარბის... სავსე მგზავრებით და ჩემი დარდით. ფეხდაფეხ მომდევს სველი მინდორი. ცავ შენ მინდოდი!... მოგდევ, ვიცოდე რას მიპირებ ცაო, ცა ვნებავ, ან მომკალ აქვე, ან შენს სარეცელს მაზიარე ქალი-თავნება! მე...:))
"ერთი და იგივე განცდაა შემთხვევით რომ შეესწრები, შენი საყვარელი ქალი სხვასაც იგივე სიტყვებით, იგივე სიყვარულით რომ ეფერება და შენი ლექსის კონტურებს სხვა, უფრო ადრე დაწერილ ლექსში რომ ნახავ"
22. ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 მარტი, 2016 ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 მარტი, 2016
21. აგვისტოს ხვატში ხის ჩეროში ჯდომაც მოგწონდეს და ზამთრის ღამეს ცხელ ბუხარში შეშის ტკაცუნიც? მეც გიყვარდე და ჩემი ლექსებიც?
არ შეიძლება, რომ მფლობელი სულის გეწოდოს, თუ ფიქრი შენი არის მხოლოდ რამის მტკიცება, ან გადაფრენა სურვილებისკენ.
მე მიყვარს, მე ვგრძნობ მელოდიას, რომელიც მხოლოდ აქ არის.
მაინც სხვა სისხლით უნდა დანახვა გულში ხმაურით შემოპარულებს.
აგვისტოს ხვატში ხის ჩეროში ჯდომაც მოგწონდეს და ზამთრის ღამეს ცხელ ბუხარში შეშის ტკაცუნიც? მეც გიყვარდე და ჩემი ლექსებიც?
არ შეიძლება, რომ მფლობელი სულის გეწოდოს, თუ ფიქრი შენი არის მხოლოდ რამის მტკიცება, ან გადაფრენა სურვილებისკენ.
მე მიყვარს, მე ვგრძნობ მელოდიას, რომელიც მხოლოდ აქ არის.
მაინც სხვა სისხლით უნდა დანახვა გულში ხმაურით შემოპარულებს.
20. ეს კარგი ლექსებიც მიხარია თავფურცელზე...:-* ეს კარგი ლექსებიც მიხარია თავფურცელზე...:-*
19. ვაი რა კარგებია.
ყველა ისეთია.
მინდოდა ამომერჩია და ვერ..
ყველა ისეთია, კიდევ რომ წავიკითხავ
ვაი რა კარგებია.
ყველა ისეთია.
მინდოდა ამომერჩია და ვერ..
ყველა ისეთია, კიდევ რომ წავიკითხავ
18. მადლობა : ))) მადლობა : )))
17. რა კარგებია!... მოკითხვა შენ.
რა კარგებია!... მოკითხვა შენ.
16. ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 მარტი, 2016
ვფიქრობ და ტვინში მსხვრევის ხმა ისმის. ვხატავ და ფერებს არ იმჩნევს ტილო. ვწერ სამშობლოზე და თითქოს სისხლით უძირო თასის ავსებას ვცდილობ.
და გული მიცემს ყველა სიტყვაში. აქ კი, ამ დღეებს, ცარიელ დღეებს აქვთ გამომშრალი ზღვების სიმლაშე და სიფერადე შავი ტყეების.
სადაც ცვივიან ჩემი სიტყვები ცვივიან ჩქარა, ნელა ცვივიან, სადაც ლექსები უფრო ცივია, ვიდრე მოკლული თოვლის თითები,
სადაც პეშვებში ცრემლებს თესავენ, ცრემლი კი თორმეტ სიკვდილს იწონის, მე, საკუბოვე წიფლის ხესავით, გავიხმობ ხელებს და გავიცინებ
და ცრემლი მაინც წასკდება სიცილს. და ზურგის ქარი დაარწევს გუმანს. მე წავალ სადმე სხვაგან და ვიცი, ვერავინ წავა ამაზე ჩუმად.
სარანგულია)
ავტორი: გიორგი არაბიძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5

15. აგვისტოს ხვატში ხის ჩეროში ჯდომაც მოგწონდეს და ზამთრის ღამეს ცხელ ბუხარში შეშის ტკაცუნიც? მეც გიყვარდე და ჩემი ლექსებიც?
უჰ, შესანიშნავი იყო ყველა! აგვისტოს ხვატში ხის ჩეროში ჯდომაც მოგწონდეს და ზამთრის ღამეს ცხელ ბუხარში შეშის ტკაცუნიც? მეც გიყვარდე და ჩემი ლექსებიც?
უჰ, შესანიშნავი იყო ყველა!
14. ლამაზი ლექსებია, მონატრება და სულიერი მდგომარეობაა ურთიერთშერწყმული.
ნ ე ქ ტ ა რი. ლამაზი ლექსებია, მონატრება და სულიერი მდგომარეობაა ურთიერთშერწყმული.
ნ ე ქ ტ ა რი.
13. გეგიუს,, ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო ორი წელი ვიყავი : )) მადლობა მოკითხვისთვის.. რაც შეეხება ჭიქას :დდდ.. მოვესწრებით განახლებასაც : )))
ანანე, ძველი ურაკი რომ აღდგეს, მომიწევს 24 საათი კომპიუტერთან ჯდომა :დდ და ყველაფრის გვერდზე გადადება.. მგონი არ მაწყობს დდდ გეგიუს,, ისევ იქ ვარ, სადაც ბოლო ორი წელი ვიყავი : )) მადლობა მოკითხვისთვის.. რაც შეეხება ჭიქას :დდდ.. მოვესწრებით განახლებასაც : )))
ანანე, ძველი ურაკი რომ აღდგეს, მომიწევს 24 საათი კომპიუტერთან ჯდომა :დდ და ყველაფრის გვერდზე გადადება.. მგონი არ მაწყობს დდდ
12. მადლობა მადლობა...
და ბოდიში, ასე ერთიანად და ათასში ერთხელ რომ დავდებ ხოლმე რაღაცებს, აშკარად, ეგოისტურად გამომდის : )))) ვცდილობ, რომ მაქსიმალურად არ ვიყო დამოკიდებული ინტერნეტ სივრცეზე... და ისიც არ მინდა, რომ ლექსები მხოლოდ უჯრაში ეყაროს...
მადლობა მადლობა...

11. ორი თუ სამი ლექსი მეტად მომეწონა
ავტორის ისევ გამოჩენაც გამიხარდა და აქვე მოვიკითხავ და წარმატებებს ვუსურვებ
თხოვნა მექნება: იქნებ თითო-თითოდ განათავსოთ ხოლმე ლექსები ორი თუ სამი ლექსი მეტად მომეწონა
ავტორის ისევ გამოჩენაც გამიხარდა და აქვე მოვიკითხავ და წარმატებებს ვუსურვებ
თხოვნა მექნება: იქნებ თითო-თითოდ განათავსოთ ხოლმე ლექსები
10. ისეთი შეგრძნება მაქვს ძველი ურაკი აღსდგება :) მიხარია რომ გამოჩნდი კარგი ნაწერებით, საინტერესო აზრებით და ძალიან ძალიან ადამიანური, ნამდვილი, ბუნებრივი გრძნობებით (შენს პოეზიაში). ისეთი შეგრძნება მაქვს ძველი ურაკი აღსდგება :) მიხარია რომ გამოჩნდი კარგი ნაწერებით, საინტერესო აზრებით და ძალიან ძალიან ადამიანური, ნამდვილი, ბუნებრივი გრძნობებით (შენს პოეზიაში).
9. "არ შეიძლება, რომ მფლობელი სულის გეწოდოს, თუ ფიქრი შენი არის მხოლოდ რამის მტკიცება, ან გადაფრენა სურვილებისკენ"
"როგორც ამცდარი ღრუბლებს ფრინველი ჩემი სიტყვები ხედავენ სივრცეს"
მე - ერთი ჩუმი სიტყვის ავტორი, "მიყვარხარ"-ს, როგორც ღმერთის მიდამოს, ვიტყვი და ისევ ჩუმად დავტოვებ
ძალიან მიყვარს ეს ავტორი...<3
ყველა კარგია...ბოლო ბრწყინვალე...:-* 555
"არ შეიძლება, რომ მფლობელი სულის გეწოდოს, თუ ფიქრი შენი არის მხოლოდ რამის მტკიცება, ან გადაფრენა სურვილებისკენ"
"როგორც ამცდარი ღრუბლებს ფრინველი ჩემი სიტყვები ხედავენ სივრცეს"
მე - ერთი ჩუმი სიტყვის ავტორი, "მიყვარხარ"-ს, როგორც ღმერთის მიდამოს, ვიტყვი და ისევ ჩუმად დავტოვებ
ძალიან მიყვარს ეს ავტორი...<3
ყველა კარგია...ბოლო ბრწყინვალე...:-* 555
8. კარგებია, თავფურცზელზე მინდათ გიხილოთ, ნამდვილად იმსახურებთ) კარგებია, თავფურცზელზე მინდათ გიხილოთ, ნამდვილად იმსახურებთ)
7. გიო როგორახარ ? :)) გიხსენებდი ამ ბოლო დროს.. ძალიან კარგი ავტორი ხარ და ძალიან კარგი მკითხველი ვარ შენი.. ჭიქა როგორ დაგვიძვეელდა მეგობაროო..
მოგიკითხე და ერთი-ორი სიტყვით შემატყობინე, როგორ ხარ :) სად ხარ , რა ამბები გაქვს...
პოეზიას რაც შეეხება აქ სულ ის სული დგას როგორსაც მიგვაჩიე.. 5 გიო როგორახარ ? :)) გიხსენებდი ამ ბოლო დროს.. ძალიან კარგი ავტორი ხარ და ძალიან კარგი მკითხველი ვარ შენი.. ჭიქა როგორ დაგვიძვეელდა მეგობაროო..
მოგიკითხე და ერთი-ორი სიტყვით შემატყობინე, როგორ ხარ :) სად ხარ , რა ამბები გაქვს...
პოეზიას რაც შეეხება აქ სულ ის სული დგას როგორსაც მიგვაჩიე.. 5
5. წარმატებები :)
წარმატებები :)
4. არა, ისევ იქ ვარ და ისენიც იქ დაწერილებია : )))) არა, ისევ იქ ვარ და ისენიც იქ დაწერილებია : ))))
3. მოგიკითხე გიორგი რა კარგებია ყველა :) დაბრუნდი? ესენი ალბათ იქ დაწერილებია მოგიკითხე გიორგი რა კარგებია ყველა :) დაბრუნდი? ესენი ალბათ იქ დაწერილებია
2. ბოლოდროინდელებია : ))) ბოლოდროინდელებია : )))
1. როგორი დახუნძლული მოსულა ეს ავტორი :)
სულ ახლებია?
სიბევრეში ისეთი სიკარგეებია ჩაკარგული :)
"ამ ლექსებს - ჩემი სულის ყავარჯნებს, შენკენ მომავალ გზებზე დავიჭერ."
კარგი ლირიკაა, მშვენიერი.
როგორი დახუნძლული მოსულა ეს ავტორი :)
სულ ახლებია?
სიბევრეში ისეთი სიკარგეებია ჩაკარგული :)
"ამ ლექსებს - ჩემი სულის ყავარჯნებს, შენკენ მომავალ გზებზე დავიჭერ."
კარგი ლირიკაა, მშვენიერი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|