ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2016


სველი ლექსებიდან

წვიმას მივყევი  ფეხაკრეფით,
არ ისმის ჩქამიც.
ჩამოვურიგეთ სევდა პეშვით...-
ერთი...ზოგს...-სამი
და  იმ დროს, როცა  ვაპირებდით
შენთან შემოსვლას,
მიგვიხურე , ზედ ცხვირწინ, კარი.
მერე ვიარეთ მე და წვიმამ,
ბევრი ვიარეთ...
მახსოვს მოვყევით ერთად თავსხმაში,
გზადა-გზა ცრემლით ვუმკურნალეთ
იმ ძველ იარებს
და საბოლოოდ შენთან კი არა,
შორიახლო,
სევდის ტბასთან დავსახლდით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები