ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2016


ღამის ქალაქი

ჩვენ ერთმანეთის ჩრდილებივით გავიზეპირეთ
ღამის ქალაქი-გამზირებით, გზებით, ჩიხებით...
სხვა სახელები მოვუგონეთ ხიდებს, ჯებირებს,
რაღაც ბავშვური აღტაცებით და ახირებით.
ვისწავლეთ ყველა გასასვლელი და მიწისქვეშა,
ბნელი გვირაბი-პანკებით თუ ბუკინისტებით;
ხელგამოწვდილი დედა-შვილის ქოშინი, ხვნეშა
და კედლებიდან შემოჭრილი სუნი, სინესტე,
ზურგში, ფილტვებში, ქვეშაგებში, მუყაოს ყუთში,
ამ წყეულ სურათს ნაღვვლიანი მზერით ჩაყვები,
მახლობელ ზოო-მაღაზიას თუთიყუშებით,
თაგვებით, კიდევ ათასგვარი მათი საკვებით,
არაფრად აგდებ, მიაბიჯებ შენთვის თავდახრით,
უკნიდან ვიღაც შემოსძახებს ნაცნობ სტრიქონებს:
" по-над пропастью ", უცნაურად მერე ხარხარებს,
შენ არ ჩერდები, მიდიხარ და ისევ იგროვებ
სათქმელს, ყელამდე ამოწოლილს, სკდომისპირულად,
სცილდები გვირაბს ან ჯოჯოხეთს, როგორც გენებოს...
ფეხებს მიათრევ სახლისაკენ, სადაც მილულავ
თვალებს, რომელშიც სამარხია ზემოთხსენებულ
ქალაქის, შენი კი უკანასკნელ ხურდებს იჩხრიკავ,
თანაც გრცხვენია, გაერიდე მათ და ფარულად
არაყს ყიდულობ, ჭაჭის არაყს, აი, ლირიკა,
რომ ძილისპირზე გული სასმელს გადააყოლო
და ეს ქალაქი, დააძინო შენი თვალებით
და ეს ქალაქი, დააძინო შენი თვალებით
და ეს ქალაქი, დააძინო შენი თვალებით!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს