ყველამ ვიცით გალაკტიონის ლექსი "გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები"
მე შემოგთავაზებთ ჩემებურ ინტერპრეტაციას ამ ლექსისა, თუ როგორ დაწერდა - ოთარ ჭილაძე, გიო საჯაია, ზურაბ გორგილაძე და თემურ ელიავა.
როგორ დაწერდა - ოთარ ჭილაძე
ნეტავ თუ გახსოვს დღეები ლურჯი? იმეორებდნენ მთები სტრიქონებს, და როგორც უცხო სამოთხის ხურჯინს, დღეს კარალეთის დღეებს ვიგონებ. კიდევ თუ შეგრჩა თვალები ცელქი? თუ დრომ თავისი მზერით დადაღა და ჩვილი როგორც სიარულს ებრძვის, მე ისე ტკივილს ვებრძვი, სადა ხარ? მხარდამხარ ყოფნის დღეებიც ვთვალე, მსურს შენი ყელი, თითები, თმები... მარტო ვზივარ და მაგ თვალის ალებს - ფიქრში ვაღვივებ და ასე ვთბები.
როგორ დაწერდა - გიო საჯაია
დღეები, კარალეთი, გაგონდება? სამოთხე, კამარა, საუბარი. ლურჯი ქალაქი, ვაგონები, არა მედიდურად დანაბერებს - თუ შეგრჩა თვალები მხიარული? დრო არის სიმორცხვე, მაგალითი. მივდივართ მხარდამხარ, სიარული, ნაბიჯი, სადა ხარ? ღალატია!
როგორ დაწერდა - ზურაბ გორგილაძე
ჩემო კუნწალავ, კარალეთში გახსოვს დაგსდევდი, ფეშტყემლის სურნელს თუ იგონებ, ოდას ბუხრიანს? გახედე ამ ლურჯ სამოთხეებს, ამ მთებს თვალსეირს, თითქოს ხორუმის ცეკვისას რომ ჩაუბუქნიათ. სადა ხარ ახლა ლეღვიჩიტავ, სულის ფანცქალო? რომელ მხარეს ხარ? - უშენობა აღარ მაცალო.
როგორ დაწერდა - თემურ ელიავა
გაგონდება თუ აღა - შორს ცის კაღალეთზე, მთების კამარას რომ ქარი აშრიალებს, ლურჯი ქედები რომ მიწას დაალეწეს, მაშინ დაგინახე ქალო თავშლიანო. ნეტავ კიდევ შეგჩა თვალნი მხიარულნი? თუ დრომ ჩაუქროლა? ვეღარ შეგიყვაღე, შენ სხვა მხარესა ხარ, მე კი გიხსენებ და ქაღიც ამოვარდა, პალტო შევიკარი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ელიავაზე გამეცინა :) ელიავაზე გამეცინა :)
27. ვაააა მართლაც მაგარიაა ვაააა მართლაც მაგარიაა
26. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია როგორ გამეხარდებოდა ამ შესანიშნავ საზოგადოებაში მეც რომ მოვხვედრილიყავი, თუმცა მაგას რა უნდა - თითო სიტყვა უნდა ჩამოწერო ვერტიკალურად და ეგაა ლუბას ვერსიაც :) :) +5 ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია როგორ გამეხარდებოდა ამ შესანიშნავ საზოგადოებაში მეც რომ მოვხვედრილიყავი, თუმცა მაგას რა უნდა - თითო სიტყვა უნდა ჩამოწერო ვერტიკალურად და ეგაა ლუბას ვერსიაც :) :) +5
25. მეც ვუერთდები როი შენს წამოწყებას. ;)
შენ კარალეთი გაგონდება, მე კი...
შენ გაგონდება კარალეთის თბილი დღეები, მე კი სოხუმში დასვენება მომნატრებია, სულ არ მჭირდება ქართველს უცხო სამოთხეები, ჩემი სამოთხე ჩვენი ბარი, ჩვენი მთებია.
შენ კარალეთის გაგონდება განთიადები, მე კი იობის მოთმინებით მომელის რიწა, თვალებიც იმას ამბობენ, რომ გავმთლიანდებით და საბოლოოდ გაიხარებს ქართული მიწა.
ოთარ რურუა
2016 წელი.
მეც ვუერთდები როი შენს წამოწყებას. ;)
შენ კარალეთი გაგონდება, მე კი...
შენ გაგონდება კარალეთის თბილი დღეები, მე კი სოხუმში დასვენება მომნატრებია, სულ არ მჭირდება ქართველს უცხო სამოთხეები, ჩემი სამოთხე ჩვენი ბარი, ჩვენი მთებია.
შენ კარალეთის გაგონდება განთიადები, მე კი იობის მოთმინებით მომელის რიწა, თვალებიც იმას ამბობენ, რომ გავმთლიანდებით და საბოლოოდ გაიხარებს ქართული მიწა.
ოთარ რურუა
2016 წელი.
24. ასე კარგად იცნობთ მათ პოეზიას ? ყოჩაღ :) ასე კარგად იცნობთ მათ პოეზიას ? ყოჩაღ :)
23. ძალიან კარგია ყველა.:) ძალიან კარგია ყველა.:)
22. საინტერესო ვარიანტებია... :)))))))))))))))) საინტერესო ვარიანტებია... :))))))))))))))))
21. მე ბონუსად ვარ აშკარად:)ჰაიტ მე ბონუსად ვარ აშკარად:)ჰაიტ
20. ბოლო ჰო მაგრამ ორიგინალიც ჩემია:) ბოლო ჰო მაგრამ ორიგინალიც ჩემია:)
18. ეს არის კლასი. ეს არის კლასი.
17. კარგი იუმორისტული იყო...ოსტატურად მიმსგავსებული...:-* 5 კარგი იუმორისტული იყო...ოსტატურად მიმსგავსებული...:-* 5
16. მე-4 კომენტარს, ქ-ს მაგივრად კ :) სხვაფრივ გენიალურია ყველა ქვემორე ინტერპრეტაცია, უპირველესად საჯაიასი მე-4 კომენტარს, ქ-ს მაგივრად კ :) სხვაფრივ გენიალურია ყველა ქვემორე ინტერპრეტაცია, უპირველესად საჯაიასი
15. ნინოწმინდა, პალატები ნეფერტარ, როგორ დაწერდა აბა? :) ნინოწმინდა, პალატები ნეფერტარ, როგორ დაწერდა აბა? :)
14. ელიავა :)))) ელიავა :))))
13. აბრრაგი,
არ შემეძლო არ ამეღნიშნა:
"ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას მთებსაც ფერი ადევთ დამბალხაჭოს,"
განსაკუთრებით მომეწონა, დამბალი ხაჭო თონისპურთანერთად... :) ვაიმე...არადა დიდი,სააღდგომო მარხვა იწყება და მე კიდევ "ღორმუცელობაზე ვფიქრობ" მეტყობოდეს მაინც რამე...სუსტი ვარ!
ეს ისე,უბრალოდ ავღნიშნე...პაღდონ...Monsieur Roi...(უი...ეს ღოი - ფრანგულ მეფედ გადაიქცა მოულოდნელად) :)))
კარგია ინოვაციები! აბრრაგი,

კარგია ინოვაციები!
12. 8. ჯერ კიდეც მახსოვს, ტუჩზე ხალიან ქალის კოცნა და ჭადრის ხეები. რად მენატრება ასე ძალიან მთები ან უცხო სამოთხეები?!
ჯერ კიდევ მიკვირს ტუჩზე ხალიან ქალის მზერა რომ ასე იცვლება, ქალს რას უყურებ? ქალი ქალია. წავა და სადმე გარდაიცვლება.
შენი თვალები - იაგუნდები. მახსოვს და ჰენრი მქვია სახელად. და გეტყვი მაშინ თუ დაბრუნდები, რა მუღამია თვალის გახელა.
"ღვინთ, მოაჯირთან, ჰარი-ჰარალეთი, კადრში გაიყინეთ შენ და კარალეთი." აბრრაგი.. 2016-03-13 00:06:08
:დდდ ვიცინე ძაან , მალადეტს აბრაგს...
იუმორისტული იყო ნადვილად და საკმაოდ ნიჭიერად შესრულებული...
5 8. ჯერ კიდეც მახსოვს, ტუჩზე ხალიან ქალის კოცნა და ჭადრის ხეები. რად მენატრება ასე ძალიან მთები ან უცხო სამოთხეები?!
ჯერ კიდევ მიკვირს ტუჩზე ხალიან ქალის მზერა რომ ასე იცვლება, ქალს რას უყურებ? ქალი ქალია. წავა და სადმე გარდაიცვლება.
შენი თვალები - იაგუნდები. მახსოვს და ჰენრი მქვია სახელად. და გეტყვი მაშინ თუ დაბრუნდები, რა მუღამია თვალის გახელა.
"ღვინთ, მოაჯირთან, ჰარი-ჰარალეთი, კადრში გაიყინეთ შენ და კარალეთი." აბრრაგი.. 2016-03-13 00:06:08
:დდდ ვიცინე ძაან , მალადეტს აბრაგს...
იუმორისტული იყო ნადვილად და საკმაოდ ნიჭიერად შესრულებული...
5
11. მომეწონა. ვისიამოვნე. მომეწონა. ვისიამოვნე.
10. დავინტერესდი დავინტერესდი
9. წავიკითხე.. 1 - ჩვეულებრივ. 2 - გამეცინა. 3 - ძალიან გამეცინა. 4 - ენა გავიტეხე. 5 - 5
მშვენიეღია :) წავიკითხე.. 1 - ჩვეულებრივ. 2 - გამეცინა. 3 - ძალიან გამეცინა. 4 - ენა გავიტეხე. 5 - 5
მშვენიეღია :)
8. ზეცას შავხენეო, გადარეკა.. ფიქრებ - კარალეთელ სწორფერები. გუმან მაქვის ქალავ არ დარეკავ ბალღ არ დამიძახი მოფერებით. ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას მთებსაც ფერი ადევთ დამბალხაჭოს, თვალნი მედარდების მაგის გარდა. მთელ წლებ უცეცხლობით არ დახარჯო. რეებს აძრობ , ესმა კარის ხაზთან შერცხვა აღარ ახსოვს მისამართი. ნელა გადავიდა ბეწინასთან ქშენით აიარა ის აღმართი. *(არაბული) ზეცას შავხენეო, გადარეკა.. ფიქრებ - კარალეთელ სწორფერები. გუმან მაქვის ქალავ არ დარეკავ ბალღ არ დამიძახი მოფერებით. ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას მთებსაც ფერი ადევთ დამბალხაჭოს, თვალნი მედარდების მაგის გარდა. მთელ წლებ უცეცხლობით არ დახარჯო. რეებს აძრობ , ესმა კარის ხაზთან შერცხვა აღარ ახსოვს მისამართი. ნელა გადავიდა ბეწინასთან ქშენით აიარა ის აღმართი. *(არაბული)
7. ჯერ კიდეც მახსოვს, ტუჩზე ხალიან ქალის კოცნა და ჭადრის ხეები. რად მენატრება ასე ძალიან მთები ან უცხო სამოთხეები?!
ჯერ კიდევ მიკვირს ტუჩზე ხალიან ქალის მზერა რომ ასე იცვლება, ქალს რას უყურებ? ქალი ქალია. წავა და სადმე გარდაიცვლება.
შენი თვალები - იაგუნდები. მახსოვს და ჰენრი მქვია სახელად. და გეტყვი მაშინ თუ დაბრუნდები, რა მუღამია თვალის გახელა.
"ღვინთ, მოაჯირთან, ჰარი-ჰარალეთი, კადრში გაიყინეთ შენ და კარალეთი."
ჯერ კიდეც მახსოვს, ტუჩზე ხალიან ქალის კოცნა და ჭადრის ხეები. რად მენატრება ასე ძალიან მთები ან უცხო სამოთხეები?!
ჯერ კიდევ მიკვირს ტუჩზე ხალიან ქალის მზერა რომ ასე იცვლება, ქალს რას უყურებ? ქალი ქალია. წავა და სადმე გარდაიცვლება.
შენი თვალები - იაგუნდები. მახსოვს და ჰენრი მქვია სახელად. და გეტყვი მაშინ თუ დაბრუნდები, რა მუღამია თვალის გახელა.
"ღვინთ, მოაჯირთან, ჰარი-ჰარალეთი, კადრში გაიყინეთ შენ და კარალეთი."
6. უუჰ, რაც მე ამ ლექსებით ვისიამოვნე ჯერ ფეისბუქზე და ახლა აქაც... გაიხარე, როი! ნიჭიერი "შვილი" მყავხარ! :)
უუჰ, რაც მე ამ ლექსებით ვისიამოვნე ჯერ ფეისბუქზე და ახლა აქაც... გაიხარე, როი! ნიჭიერი "შვილი" მყავხარ! :)
5. არააააააა, ელიავა ასე არ დაწერდა...=))
დანარჩენების ამბავში ვეთანხმები.
ნიჭიერი კაცია როი.
არააააააა, ელიავა ასე არ დაწერდა...=))
დანარჩენების ამბავში ვეთანხმები.
ნიჭიერი კაცია როი.
4. ფრანგულ-გადმოქართულებული ინტერპრეტაცია :)
ბოლო ვარიანტი სასწაულია - ღ... :)) გალაქტიონი შეუცვლელია!!! ( შეცვლილ ვარიანტებს ვერაფრით ვეგუები)
C'est magnifique! :)
ფრანგულ-გადმოქართულებული ინტერპრეტაცია :)
ბოლო ვარიანტი სასწაულია - ღ... :)) გალაქტიონი შეუცვლელია!!! ( შეცვლილ ვარიანტებს ვერაფრით ვეგუები)
C`est magnifique! :)
3. :D ძაან კაი სუყველა :D ძაან კაი სუყველა
2. დაჭერილია ავტორების სტილი, აშკარად :)
ელიავა :)
იმიტაციური პაროდიები :)
დაჭერილია ავტორების სტილი, აშკარად :)
ელიავა :)
იმიტაციური პაროდიები :)
1. პაროდიები:) პაროდიები:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|