ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2016


სველი ლექსებიდან

წვიმს...
მოწკაპუნებს ასფალტზე მშვიდად
და შლის გუბეებს მსუბუქ წრეებად...
წვეთი, ულევი, ჩამოდის ციდან,
აღარ მთავრდება და გადაება
ეს ამინდები...
ემსხვრევა სევდა ქვაფენილს თავზე,
ღარებში წყალი...-
მე ავტირდები და ეს იქნება, შენი კი არა,
ამ გუბეების ციმციმის ბრალი.
წვიმს...
-გარეთ ის და შიგნით მე ვტირი,
ჩემია წვიმა, გავითავისე.
გამოდარებას არ უჩანს პირი,
განწყობაც ზუსტად
შესაბამისი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები