ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2016


წ ვ ი მ ს

წვიმს  გამეტებით, 
თითქოს  ცაა  გაბრაზებული,
წვიმის წვეთები გაბზარული  ხმით  წკაპუნობენ 
რიდით  მინაზე  და  ოთახში  მთხოვენ  შემოსვლას,
მე  მოლოდინით  გადაღლილი  ვუღიმი  მათ  და
ვერ  ვხვდები  ბინდმა,  თალხით  წვიმა  როდის  შემოსა.
წვიმს  გაქშერებით,
მისებური  მესმის  ძახილი
და  ხმას  ვამსგავსებ  შენი  თხოვნის  მაიაფებელს,
მერე  ხელს  ვუწვდი,  ვეხები  და  თან  ვეფერები,
იმდენად,  როგორც  შენ  სანაცვლოდ  ეს  შეიძლება.
წვიმამ  მოგასწრო,
დღესაც  მოსვლა,  ჩემთან  მარტივად,
ის  ხელიუსგულზე  შემეხო  და  იწყო  თამაში,
მოსაფერებლად  დავაყოვნე,  თითქმის  საათი.
დრო  დავიბრუნე,  ასე  შენ  რომ  ფიქრში  წამართვი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები