ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2016


აგურს


გაუგებრობის ნისლებში ვცურავ,
ტურებში გავედი, თამაშს ვერ ვხურავ,
უსულო სულისკვეთებით
თავს ვეძებ ცუდის კეთებით.
მხოლოდ მესათვის ცხოვრებით
დღეების გადაგორებით.
მრუშობით, თრობით, კაიფით,
ყველაფრითა და არაფრით
დროს ვკარგავ თამაშ-თამაშით.
ნილის გაფანტვას ველოდი,
უფრო დამძიმდა გულს ლოდი,
არც ვიხედები სარკეში ,
გავები რაღაც მახეში.
ადრე ბოჰემურს
ვუძღვნიდი ამურს,
გავუთამამდი გიჟ აურზაურს,
ახლა კი შლეგი ცხოვრების მიმართ
თავში სახლელად ვსესხულობ აგურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები