ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
27 მარტი, 2016


გ ა მ ო ც ა ნ ა

        გ ა მ ო ც ა ნ ა

ჩემს  სახლს,  სახლი  მოაშენა,
ისე  მშვიდად,  ისე  მყარად.
თან  ბოდიში  მომიხადა
და  სათქმელი  აიჩქარა.
ჭიკ-ჭიკ,  ჯღურტულ-გალობითა
თქვა:  კეთილო  მეზობელო,
მაპატიე,  სათხოვნელად 
ფართისათვის ვერ  მოველო,
თბილ ქვეყნიდან,  წვიმა-ქარში
მოვფრინავდი, ველზეც  ზღვაზეც.
ვიჩქაროდი,  აქ  მოსვლისთვის,
დღედაღამე  ვიყავ  ცაში.
ბოლოს,  მაინც  მოვაღწიე
სამშობლოში,  ბედს  ვეწიე.
მუდმივ,  ზემოთ,  უფალს  ვთხოვდი:
ნუ  გამწირავ,  შემეწიე.
მომწონს,  ვუთხარ  მიხარია,
სახლზე  შენი  არჩევანი,
ჭერის  მუდამ  გაყოფაზე,
მოდი  იყავი  არადანი.
საოცარი ხარ  ყველაფრით, 
დღე  და  ღამის  დანაფერო.
არის  ყველა უფლის ნება,
თავზე ,  რაც  კი,  გადაგვხდება.

შ ე ნ  დ ა ფ ი ქ რ დ ი, 
ჩ ქ ა რ ა  მ ი თ ხ ა რ :

ეს,  ფრინველი,  ვინ (რა)  იქნება?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს