ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2016


.......

შენთვის ეს ცხოვრება მარტივია,
ეს - მე ველეწები ქარაშოტებს.
თვალს რომ ვახელ დილით, დაღლილია
გული, არ ისვენებს არასოდეს.
შენთვის ეს ცხოვრება ბილიკია,
ნაპირს უმაგრებენ მეგობრები.
ჩემთვის მოლოდინის მოგინდვია
როლი,
ერთხელ მაინც შემომხვდები.
შენთვის ყველაფერი ადვილია,
ეს - მე დავიჩემე გართულება.
ან რა საჭიროა, გული კაწრონ
მწარე ტკივილების მავთულებმა.
ისე გაიკვირვებ, ნუ ტირიო,
თითქოს ჩემი დარდი არ გახსოვდეს...
შენთვის ხომ ცხოვრება მარტივია,
ეს - მე ავედევნე ქარაშოტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები