ნაწარმოებები



ავტორი: ჰოჰ
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2016


შეშლილი მსოფლიო

თავზე დამყურებს მიწა
ცაზე დავდივარ დღეს,
ღრუბლის ბილიკებს წვიმად
შემქმნელი აყრის მტვერს.
მოხუცი აკვანში ტირის
შვილი უყვება ზღაპარს,
დედიკო ვიღაც ძიასთან
იყოფს ბუმბულის საბანს,
შვილიც სიკეთეს იზამს
შეუმსუბუქებს ჯაფას.
თავზე დამყურებს მიწა
ცაზე დავდივარ დღეს ,
ღრუბლის ბილიკებს წვიმად
შემქმელი აყრის მტვერს.
გაუკუღმართდა ყველა
გავუკუღმერთდი მეც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები